აბლაბუდას დნმ–ის ანალიზის საშინელი შედეგები

ნოტრ–დამის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევებისას დაადგინეს, რომ აბლაბუდა შეიცავს ობობას მიერ მოკლული მსხვერპლის დნმ–ს.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აბლაბუდა გენეტიკური ინფორმაციის ნამდვილი საცავია და წარმოადგენს პატრონის მსხვერპლისგან აგებულ სახლს.

არსებობს ობობების შესწავლის ტრადიციული მეთოდი, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ცოცხალი ნიმუშის მოძიება. აბლაბუდას შესწავლა უფრო აიოლებს ამ პროცესს.

მეცნიერებმა მოძებნეს “შავი ქვრივის” სახეობის ობობას სამი აბლაბუდა. ობობებს ორ–ორი ჭრიჭინა შეაჭამეს და რამდენიმე დღის შემდეგ აბლაბუდა ლაბორატორიაში წაიღეს. ანალიზის პროცესში ქსელიდან გამოყვეს სამხრეთის შავი ქვრივის (Latrodectus mactans) და სახლის ჭრიჭინას (Acheta domesticus) გენები.

ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მეცნიერებს, რომ გამოამჟღავნონ და მოახდინონ გენების იდენტიფიცირება ნებისმიერ აბლაბუდაში. ქსელის დეტალური ანალიზი მის პატრონსა და მსხვერპლზე ბევრ ინფორმაციას მოგვცემს, ამასთან აღმოჩნდა, რომ აბლაბუდას შეუძლია შეინახოს დნმ–ი 88 დღის განმავლობაში.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*