აბუ-სიმბალი – ძეგლის გადატანის უნიკალური ოპერაცია

3000 წლის წინ ეგვიპტეში, კლდოვანი ბორცვის ფერდობში გამოკვეთილი აბუ-სიმბალი ორი ტაძრისგან შედგება. უფრო დიდი ტაძრის შესასვლელში ფარაონ რამზეს II-ის (ძვ.წ. 1303-1213 წწ.) ოთხი, დაახლოებით 21 მეტრი სიმაღლის კოლოსალური ქანდაკებაა. ტაძრის შესასვლელი იმგვარად არის აგებული, რომ წელიწადში ორ დღეს – 22 ოქტომბერსა და 22 თებერვალს, მზის სხივები შიდა სამლოცველოში აღწევს და ანათებს სკამზე მჯდომარე სამ ქანდაკებას, რომელთა შორის ერთი ფარაონისაა. ისტორიკოსების აზრით, ეს თარიღები ფარაონის დაბადებისა და კურთხევის დღეებია. აბუ-სამბალის მეორე, უფრო მომცრო ტაძარს დედოფალ ნეფერტარისთვის აგებულ ტაძრად თვლიან.

საუკუნეთა განმავლობაში ტაძრები მიივიწყეს და ისინი თანდათან ქვიშით დაიფარა. 1813 წელს შვეიცარიელმა აღმოსავლეთმცოდნე ჟან-ლუი ბურკჰარდტმა დიდი ტაძრის ფრიზი აღმოაჩინა. მან ამის შესახებ იტალიელ მკვლევარს ჯოვანი ბელზონის უამბო, რომელმაც იმ წელს ტაძრის შესასვლელამდე ვერ ჩააღწია. მიზანს მან მხოლოდ 1817 წელს მიაღწია და კომპლექსში შევიდა.

1960-იან წლებში ასუანის კაშხლის აგებისა და შესაბამისად წყლის დაგუბების გამო გადასატანი გახდა ათობით ძეგლი. მათგან ყველაზე გრანდიოზული აბუ-სიმბალის ტაძრები იყო. იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშ რამზესის გიგანტური ფიგურები სპეციალისტებმა ფრთხილად დაჭრეს 20-ტონიან ბლოკებად და შემდეგ კვლავ ააწყვეს, რასაც 300 მილიონი დოლარი და ოთხი წლის შრომა დასჭირდა. დიდი ტაძარი იმდენად ზუსტად აღადგინეს, რომ წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და ოქტომბერში, ამომავალი მზე ტაძრის ინტერიერში ისევე აღწევს, როგორც გადატანამდე…

Du_Camp_-_Abu_Simbel

რამზესის ერთ-ერთი კოლოსალური ქანდაკების ქვიშისგან თავისუფალი ნაწილი, 1850 წ.

Abusimbel

სამუშაოები ტაძართა გადაადგილებისას

Leave a comment

Your email address will not be published.


*