ადამიანები ფოლკლენდის კუნძულებს ევროპელების გამოჩენამდე სტუმრობდნენ

მკვლევარები ფიქრობენ, რომ სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლებმა ფოლკლენდის კუნძულებს ევროპელ ზღვაოსნებამდე 300 წლით ადრე მიაღწიეს.

ფოლკლენდის კუნძულები 1591-1592 წლებში ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯონ დეივისმა აღმოაჩინა. ის ინგლისელი კორსარის, თომას კავენდიშის ექსპედიციაში მეთაური იყო. თუმცა, ყველა მკვლევარი დეივისის პირველობას არ ეთანხმება.

კუნძულის უტყუარი აღწერილობა ჯონ სტრონგს ეკუთვნის, რომელმაც პერუდან ჩილეში ცურვის დროს, 1690 წელს ფოლკლენდის ყურე აღმოაჩინა. აქ ადგილობრივი მოსახლეობის კვალი ვერ იპოვეს და ჩათვალეს, რომ აქ, ამ დრომდე ადამიანს ფეხი არ დაედგა.

მაგრამ, ახალი კვლევების მიხედვით, მენის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები საპირისპიროს ამტკიცებენ: ადამიანები ამ კუნძულებზე ევროპელების გამოჩენამდე უკვე იმყოფებოდნენ.

მეცნიერებმა შეაგროვეს ცხოველების ძვლები, ხის ნახშირის ფრაგმენტები და სხვა საგნები. ისინი რადიონახშირბადით დათარიღების მეთოდით შეისწავლეს. ჩატარდა კიდევ სხვა ლაბორატორიული კვლევები.

ადრე, ერთმა მიწათმოქმედმა ქვის დანა აღმოაჩინა. ის ზუსტად იმ ტექნოლოგიას შეესაბამებოდა, რომელსაც ბოლო 1000 წლის მანძილზე სამხრეთ ამერიკის მობინადრეები იყენებდნენ. მეცნიერების ჯგუფმა ეს უბანი შეისწავლა და ზღვის ლომების და პინგვინების ძვლების ნიმუშები აიღეს. ძვლები ერთ ადგილას გროვად იყო დაწყობილი. მკვლევარების აზრით, ძვლების განლაგება, მოცულობა და ტიპი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ადამიანების შეგროვებულია. ნიმუშების უმეტესობა იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 1275-1420 წლების პერიოდში ეწვივნენ. ზოგიერთი ნიმუში უფრო ადრეულ თარიღზეც მიანიშნებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანები კუნძულს მოკლე პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე ეწვივნენ და იქ დიდხანს არ დაყოვნებულან. შედეგად, მათ კულტურული მასალა დატოვეს, რომლებიც ანთროპოგენური და პალეოეკოლოგიური კვლევისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მეცნიერების ყურადღება მიიქცია ფოლკლენდურმა მელამ, იგივე ვარახმა. ის ერთადერთი ადგილობრივი ძუძუმწოვარა ცხოველი იყო ევროპელების მოსვლის მომენტისთვის. ნადირობის შედეგად, ეს ჯიში 1856 წელს სრულად გადაშენდა.

მრავალი წლის მანძილზე მეცნიერები, მათ შორის, ჩარლზ დარვინიც ფოლკლენდური მელას წარმოშობას შეისწავლიდნენ და იმას, თუ, საიდან გაჩნდა ის კუნძულებზე.

ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა არქიპელაგზე ევროპელებამდე ადრე სხვა ადამიანებმა შემოიყვანეს. ამ თეორიას ახალი კვლევები ამყარებენ.

2018 წლის ექსპედიციის დროს, ფოლკლენდური მელას ძვლების სამი ნიმუში აღმოაჩინეს. ნახშირბადის დათარიღებამ და იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველები ზღვის ლომებით და ზღვის კატებით იკვებებოდნენ. სწორედ ეს ცხოველები შედიოდა უძველესი სამხრეთ ამერიკელი ზღვაოსნების რაციონში. შესაძლოა, სწორედ მათ მოიშინაურეს მელა და საკვებსაც მიაჩვიეს. ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა და მას დამტკიცება ჯერ კიდევ სჭირდება.

ფოლკლენდური მელა

Leave a comment

Your email address will not be published.


*