ადამიანის ახალი წინაპარი ნაპოვნია ეთიოპიაში

ეთიოპიაში, აფარის რეგიონში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ავსტრალოპითეკის ახალი სახეობის წარმომადგენლის ნაწილები.

8dc0c39966991e886770685ed1227cf6

ავსტრალოპითეკი – ლუსი.

აქამდე უცნობი ჰომინიდის ქვედა და ზედა ყბები აღმოაჩინა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა. ჯგუფს ხელმძღვანელობს, კლივლენდის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ანთროპოლოგიის განყოფილების გამგე – იოჰანეს ჰეილა–სელასი.

ეს ნაწილები დამარხული იყო თიხიან ნიადაგში სულ რაღაც 22 კილომეტრის დაშორებიტ იმ ადგილიდან, სადაც 40 წლის წინ აღმოჩენილი იქნა, ცნობილი აფარელი ავსტრალოპითეკი – ლუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ეხლახანს აღმოჩენილი ჰომინიდი იმავე პერიოდში ცხოვრობდა, რომელშიც ლუსი (დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ), მათ შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება.

Australopithecus deyiremeda–ს (ახლად აღმოჩენილი ჰომინიდი) ქვედა ყბა გაცილებიტ მძლავრია, ვიდრე ლუსის. ხოლო კბილების ფორმა და მინანქრის სტრუქტურა განსხვავებულია. სავარაუდოდ ის სხვა საკვებით იკვებებოდა.

მეცნიერები ახლა იმას იკვლევენ, თუ როგორ თანაცხოვრობდნენ და სეზღუდულ სივრცეში იყოფდნენ რესურსებს სხვადასხვა ავსტრალოპითეკები. ყველა შემთხვევაში, ეს აღმოჩენა ევოლუციის თეორიის გადახედვას გამოიწვევს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*