ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება მაიას ტომებიდან დაიწყო

მაიას ცივილიზაცია გარემოზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამის შედეგები ახლაც კი იჩენს თავს. ცენტრალური ამერიკის ვაკე ადგილებიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, როგორ აისახება ცხოვრების დღევანდელ პირობებზე ადამიანის 2000 წლის წინანდელი ნამოქმედარი.

მკვლევართა შეფასებით, მაიას ეპოქას შეიძლება ეწოდოს ანთროპოცენის დასაწყისი – პერიოდისა, როცა ადამიანმა გარემოზე ძლიერი ზემოქმედება დაიწყო.

ტიმ ბიჩი, ტექსასის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემო ბუნების პროფესორი: “ანთროპოცენისა და ადამიანის კლიმატზე ზემოქმედების დასწაყისზე საუბრისას, ყველაზე პოპულარუი წყაროები სამრეწველო რევოლუციაზე მიუთითებენ. მაგრამ ჩვენ უფრო შორს მივდივართ ისტორიაში. მართალია, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედება განსაკუთრებით XX საუკუნიდან გაძლიერდა, მაგრამ პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო”.

3000–დან 1000 წლამდე პერიოდის კლიმატზე, მცენარეულ საფარსა და ჰიდროლოგიაზე გავლენის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაიას დაწინაურებულმა ქალაქებმა და სოფლებმა ტენიანი ტროპიკული ტყეების ეკოსისტემა შეცვალეს.

მაგალითად, დაჭაობებული ადგილების სიახლოვეს მარცვლეულის მოყვანისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გამო გაძლიერდა იზოტოპის ნახშირბადული თანაფარდობა, რაც ნიადაგის ჭრილებში აღმოაჩინეს კიდეც . ყველგან გამოჩნდა ფოსფორის მომატებული რაოდენობაც. მაგრამ ყველაზე მეტად მაიას ცივილიზაციის გარემოზე ზემოქმედება ლანდშაფტის ცვლილებაში გამოიხატა. თავი და თავი წყლის რესურსების მართვის სისტემა იყო, რომლის აუცილებლობაც კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.

მაიას ტომი ქმნიდა უშველებელ საველე სისტემებს და ზღვის დონის აწევაზე რეაგირებდა. ტყის გაჩეხვა და მიწათსარგებლობის სხვა წესები, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობდა დათბობას და რეგიონული კლიმატი უფრო მშრალი ხდებოდა. სპეციალისტთა აზრით, მათი საქმიანობის შედეგი ტყის არაერთ მასივსა და წყალსატევებს დღესაც ატყვია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*