ადამიანის მიერ დახატული პირველი ვულკანი შოვეს მღვიმეში

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ვულკანის ამოფრქვევის ყველაზე ძველ ნახატს მიაკვლიეს. იგი დაახლოებით 36 ათასი წლისაა და საფრანგეთში, შოვეს მღვიმეში მდებარეობს. ფრანგი გეოფიზიკოსების განცხადებით, გამოსახულება, რომელზეც ხაზები თაიგულის მსგავს სურათს ქმნის, სინამდვილეში პირველყოფილი ადამიანის თვალით დანახული ვულკანის ამოფრქვევაა.

მღვიმიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში რამდენიმე ჩამქრალი ვულკანია. მკვლევართა ვარაუდით, მათი ამოფრქვევა შოვეს მკვიდრთ შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ. შეიცვალა ის მოსაზრებაც, თითქოს ეს ვულკანები ამოიფრქვა მანამ, ვიდრე ამ ადგილებში ადამიანები გამოჩნდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანგმა გეოფიზიკოსებმა სებასტიან ნომაიდის ხელმძღვანელობით ყველაზე ახალგაზრდა ვულკანების ქანები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ისინი 19–43 ათასი წლის წინ ამოიფრქვა. კედლის მხატვრობა კი 34–36 ათასი წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ პირველყოფილ ადამიანებს შეეძლოთ ამოფრქვევის დანახვა. ასეთ სურათს უძველეს ადამიანებზე ძლიერი შთაბეჭდილებების მოხდენა შეეძლო.Replica Of The Chauvet Cave Prepares For Public Opening

შოვეს მღვიმე, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში მდებარეობს, განთქმულია კედლის მხატვრობით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილმა რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა 3 D ტექნიკით გადაიღო დოკუმენტური ფილმი “დავიწყებული სიზმრების მღვიმე”.

შოვეში, ისევე როგორც სხვა პალეოლითურ მღვიმეებში, უძველეს ცხოველთა გამოსახულებები ჭარბობს – მარტორქების, გამოქვაბულის ლომების, დათვების. აქაც არის განსაკუთრებული გალერეა, რომელსაც სახელი გიგანტური ირმების (Megaloceros) გამო შეარქვეს – ამ გალერეაში ცხოველთა გარდა უცნაური ზოლებიც იყო გამოსახული. ps_3bcplosoneraw_web

ჰერცოგს მღვიმის ინტერიერის გადაღების ნება დართეს, თუმცა მხოლოდ განსაზღვრული წერტილებიდან. 3 D ტექნიკამ დიდი რეჟისორის ფილმს ერთგვარი რეალიზმი შესძინა. ამის შემდეგ შოვეს გამოქვაბულს, რომელსაც მნახველები ისედაც არ აკლდა, უამრავი ტურისტი მიაწყდა. ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა, გვერდითვე, გამოქვაბულის ასლი გაეკეთებინა. ნამდვილი მღვიმე კი მნახველებისთვის დაიხურა. სპეციალისტთა განმარტებით, რომ არა ეს ღონისძიებები, ნახატების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.

წყარო – ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*