ავსტრალიაში დაიჭირეს “ცოცხალი ნამარხი” მახინჯი ზვიგენი

ავსტრალიაში დაიჭირეს იშვიათი სახეობის მახინჯი ზვიგენი, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 80 მილიონი წელია არსებობს.

“ეს არის უაღრე15928_10152860899778387_4047829700778045550_nსად მახინჯი რამ” – განაცხადა თევზაობის ასოციაციის აღმასრულებელმა ოფიცერმა საიმონ ბოუგმა. “მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი არ არის პატარა ბავშვებისთვის მისი ნახვა ძილის წინა”.

ასოციაცია აცხადებს, რომ ეს ზვიგენი (Chlamydoselachus anguineus) ხშირად მოიხსენიება, როგორც “ცოცხალი ნამარხი”. “ზვიგენი ძალიან ჰგავს გველთევზას. უკან აქვს სამი ფარფლი და ექვსი წყვილი სიგრძეზე დასერილი ლაყუჩი, რის გამოც გამოიყურება ასე და ამის გამო დაერქვა ეს სახელი” – დაამატა ბოუგმა.

სიგრძეში აღწევს დაახლოებით 2 მეტრს და აქვს 25 რიგზე 30 ნემსივით კბილი, ხოლო მისი დრეკადი და დაკლაკნილი სხეული გამოიყურება როგორც გველი.

გემის კაპიტანმა დევიდ გილოტმა რადიო 3AW Drive-ს განუცხადა, რომ მსგავსი საშინელება ჯერ არ უნახავს. “მე ზღვაში 30 წელი მაქვს გატარებული და მრავალი ზვიგენი მყავს ნანახი, მაგრამ ეს იყო დიდი გველთევზას მსგავსი, ალბათ 1,5 მეტრის სიგრძის და რადიკალურად განსხვავებული სხვა ზვიგენებისგან, რომლებიც კი ოდესმე მინახავს”.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*