ავსტრალიაში, კონტინენტის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ნიანგი იპოვეს

ის უნიკალური რეპტილიის ნათესავი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ მალაიზიაში და ინდონეზიაში გვხვდება.

დღეს ავსტრალიაში ნიანგის მხოლოდ ორი სახეობა ბინადრობს: ავსტრალიური ვიწროდინგიანი ნიანგი (Crocodylus johnsoni) და სავარცხლიანი ნიანგი (Crocodylus porosus). მეორე დედამიწაზე მცხოვრებ რეპტილიებს შორის ყველაზე დიდია. ის 6 მეტრამდე იზრდება და თითქმის ტონას იწონის.

თუმცა, შორეულ წარსულში, ავსტრალიის რეპტილიების სახეობები უფრო მრავალფეროვანი იყო. პალეონტოლოგებმა გადაშენებული 21 სახეობა აღმოაჩინეს. მათი ასაკი დაახლოებით 66 მილიონი წელია. ეს არსებები მხოლოდ ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბინადრობდნენ.

Mekosuchinae ზომებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ – 2 მეტრიდან 5 მეტრზე მეტი. მათ დინგის ფორმაც სხვადასხვა ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი წყლის მონადირეები იყვნენ, ზოგიერთი კი ხმელეთზე ნადირობდა. ითვლება, რომ ეს რეპტილიები საბოლოოდ კონტინენტზე ადამიანის გამოჩენის შემდეგ გადაშენდნენ.

პლანეტაზე უფრო მეტად გავრცელებული ნიანგების სხვა ჯგუფი იყო – Tomistomines. მათი ნამარხები 50 მილიონ წელს ითვლიან და ისინი ყველგან გვხვდებოდნენ ავსტრალიის და ანტარქტიდის გადა. მაგრამ, ეს სიცარიელე ცოტა ხნის წინ შეივსო – ქუინსლენდის სამხრეთით Tomistomines-ის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. ის ახალ სახეობას მიეკუთვნება.

დღეს მსოფლიოში Tomistomines-ის მხოლოდ ერთი სახეობაა შემორჩენილი – ცრუ გავიალი. ის მალაის ნახევარკუნძულის მტკნარ წყლებში და ინდონეზიის ზოგიერთ კუნძულზე ბინადრობს. ამ სახეობის და მისი გადაშენებული ნათესავების საერთო მახასიათებელი მათი გრძელი და წვრილი დინგია. ამავე მახასიათებლის მატარებელია ახალი აღმოჩენილი სახეობაც, რომელსაც Gunggamarandu maunala უწოდეს.

მართალია, პალეონტოლოგებმა მხოლოდ არასრული თავის ქალა აღმოაჩინეს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე დიდი გადაშენებული ნიანგია.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მკვლევარებს საშუალება მისცა, ცხოველის ტვინის ღრუს რეკონსტრუქცია მოეხდინათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Gunggamarandu maunala ძალიან ახლოს დგას ევროპაში 50 მილიონი წლის წინ მობინადრე ტომისტომინებთან. ეს გასაოცარი აღმოჩენაა, რადგან ქუინსლენდის ნამარხის ასაკი 5 მილიონზე მეტი წლის არ არის.

მეცნიერები კვლევას აგრძელებენ და ადგენენ ევროპულ, აზიურ და ავსტრალიურ Gunggamarandu maunala-ებს შორის კავშირს.

Freshwater_crocodile

ვიწროდინგიანი ნიანგი (Crocodylus johnsoni)

1024px-SaltwaterCrocodile('Maximo')

სავარცხლიანი ნიანგი (Crocodylus porosus)

6127eaadf9f14436abc42c8b888fa5a1.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*