ავსტრალიაში ნაპოვნია ვულკანების გიგანტური ჯაჭვი

ამჟამად ავსტრალიაში მოქმედი ვულკანები არ არის, მაგრამ წარსულში ამოფრქვევები იშვიათობა არ ყოფილა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მატერიკი გადახერგილია რეკორდულად გრძელი ვულკანების ჯაჭვით, რომლის ასაკი 33 მილიონი წელია. ასეთი აღმოჩენა გააკეთეს ავსტრალიელმა გეოლოგებმა.

ავსტრალიაში ნა3a27d275ea3597935ca4a290971bbdfaპოვნია კონტინენტალური ვულკანურ ჯაჭვებს ყველაზე გრძელი. ის გადაჭიმულია 2000 კილომეტრზე. ჩრდილოეთით ჰილსბოროდან (დიდი ბარიერული რიფის ახლოს) სამხრეთით ტასმანიამდე. კვლევას ატარებდნენ ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის სპეციალისტები. ვულკანური აქტივობების კვალი უხვად გვხვდება ავსტრალიის აღმოსავლეთით, თუმცა მათ ერთმანეთს ასეულობით კილომეტრი აშორებთ. გეოლოგმა როდრი დევისმა ივარაუდა, რომ ამ კერებს ერთი წყარო აქვთ. ჰიპოთეზის თანახმად, ეს უნდა იყოს მაგმატური პლუმი, რომელიც დედამიწის ქერქს ადნობდა, როცა ავსტრალიის დიდი ფილა ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა.

დევისმა და მისმა კოლეგებმა არგონის რადიოაქტიური იზოტოპების მეშვეობით დაადგინეს აღმოსავლეთ ავსტრალიის თითოეული რეგიონის ვულკანური აქტივობის ასაკი. შედეგად აღმოჩენილი იქნა ერთი სიღრმისეული ენერგიის წყარო – მანტიის პლუმთან დაკავშირებული ცხელი წერტილი.

ახსნა მოეძებნა კერებს შორის დიდი მანძილების არსებობასაც. ყველაზე ხშირად ვულკანები ყალიბდებიან ტექტონური ფილების საზღვრებზე – იქ, სადაც ცხელი მაგმა გარეთ გამოდის, მიწაში არსებული ნაპრალებიდან. მაგრამ ავსტრალიის შემთხვევაში, უმეტეს ადგილებში ლითოსფერო ძალიან მყარი იყო, რაც მაგმას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ვულკანების ახლადაღმოჩენილ ჯაჭვს, კოსგროუვის რიგი დაარქვეს. იგი 9–დან 33 მილიონამდე წლის წინ ჩამოყალიბდა.

47c90b0bacfc7dfd51086deea8be92be

1fdc86ccba255c1ce3752f46a8edbc1a

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*