ავსტრალიაში ნაპოვნია მსოფლიოში უძველესი ცული

მსოფლიოში უძველესი ცულის ფრაგმენტს ავსტრალიაში, კიმბერლეის რეგიონში მიაკვლიეს. აღნიშნული არტეფაქტი თარიღდება დაახლოებით 45 000–დან 49 000–მდე სიძველით, მაშინ როდესაც კონტინენტზე ადამიანის პირველი მიგრაცია მოხდა. ეს ცული 1 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე 2010 წელს აღმოჩენილი ცული ამავე რეგიონიდან.

ცულს, რომელსაც თავდაპირველად ტარი ჰქონდა იმ პერიოდისთვის ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნამდვილად გასაოცარია. ე. წ. ტარიანი ცულები, როგორც მათ უწოდებენ, გამოჩნდა დაახლოებით 10 000 წლის წინ.

“იაპონიაში ასეთი ცულები გამოჩნდა დაახლოებით 35 000 წლის წინ, მაგრამ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, სოფლის მეურნეობაში მათი გამოყენება დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყეს” – განაცხადა კვლევის თანაავტორმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან სიუ ო’კონორმა.

ამ ტერიტორიაზე პირველი გათხრები ორი ათეული წლის წინ დაიწყო, თუმცა ბოთლის თავსახურის ზომის ფრაგმენტი, რომელიც ო’კონორმა იპოვნა შეუმჩნეველი დარჩა.

“ეს არქეოლოგიური ტერიტორია ძალიან მდიდარი იყო არტეფაქტებით, მათ შორის მარცვლეულის თესლებით, იარაღებით და ხელოვნების ნიმუშებით, ხოლო ასეთი პატარა ნივთი ყურადღების გარეშე დარჩა” – დაამატა მან.110516_oldestaxe_2

მკვლევარმა არტეფაქტი გამოსაკვლევად პიტერ ჰისკოკს გაუგზავნა, სიდნეის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა ადგილიდან ნახშირის ფენის საშუალებით დაადგინეს მისი ასაკი. ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ ცული დამზადებულია ბაზალტისგან.

cosmosmagazine.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*