ავსტრალიის ერთ–ერთი ყურე ლურჯად კაშკაშებს

ავსტრალიის ერთ–ერთ ყურეში წყალი მოულოდნელად კაშკაშა ლურჯი ფერის გახდა. სპეციალისტებმა ახსნეს ბუნების ეს მოვლენა.

13 მარტს, საღამოს ავტრალიის ეროვნულ პარკში Rocky Cape-ში, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთ ტასმანიაში მდებარეობს, შევიდა შეტყობინება წყლის უჩვეულო ნათების შესახებ. სულ მალე სოციალური ქსელები ფერადი ფოტოებით აჭრელდა.

ამის მიზეზი წყალმცენარეები (Noctiluca scintillans) არიან. ამ ორგანიზმების ციტოპლაზმა სავსე არის ჩანართებით, რომლებსაც ბიოლუმინესცენციის უნარი აქვთ. მათი კაშკაშის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს: მტაცებლების ზემოქმედება მათზე ან ძლიერი ტალღები. იმ შემთხვევაში, თუ წყალში არსებობს ეს წყალმცენარეები ადვილად შესაძლებელია უფერულ წყალს შესანიშნავი ფართომასშტაბიანი განათება მივანიჭოთ.

მეცნიერებმა არაფერი იციან ამ ლამაზი ნათების ტოქსიკურობის შესახებ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან მომრავლდა მსგავსი მოვლენები მთელ პლანეტაზე. ავსტრალიაში პირველად ასეთი ფაქტი წყალში სიდნეიში 1860 წელს შენიშნეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*