ავსტრალიის ვარდისფერი საოცრება

ჰილერის ტბა უნიკალურია იმით, რომ უცნობი მიზეზით მისი წყალი ვარდისფერია.

ავსტრალიის ერთ–ერთი ბუნებრივი საოცრებაა ჰილერის ტბა, რომელიც მდებარეობს რეშერშის არქიპელაგის საშუალო კუნძულზე. იგი ცნობილია იმით, რომ მისი წყალი შეფერილია ვარდისფრად. თუმცა, მეცნიერებმა დღემდე ვერაფრით დაადგინეს, რატომ აქვს წყალსაცავს ასეთი უჩვეულო შეფერილობა.

ზოგიერთი მეცნიერის ვერსიით, ვარდისფერი ტბის წყალმა ზოგიერთი სახეობის წყალმცენარეების საშუალებით მიიღო. მაგრამ წყლის სინჯების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

ვარდისფერი ტბა გარშემორტყმულია თეთრი მარილის სარტყელითა და ევკალიპტის ხშირი ტყით. XX საუკუნის დასაწყისში აქ მოიპოვებდნენ მარილს. 6 წლის შემდეგ მარილის მოპოვება შეწყდა. ამის შემდეგ ჰილერის ტბა ავსტრალიის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა გახდა და იგი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

6fb0ce53bbf19ea655379104a698bfaa

Lake-Hillier

Lake-Hillier1

Lake-Hillier2-1024x576

7dce3f55567bfd2ccdfdb688e96b1520

Lake-Hillier-Australia-1

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*