აზიის ერთ–ერთი უძველესი ქალაქი იშლება

screen_shot_2014-11-01_at_82519_pm-1496E1D568270FA9E59

მოჰენჯო–დაროს ცენტრში აგურისგან აგებული ბუდისტური სტუპა დგას

 

მოჰენჯო–დარო, ინდის ცივილიზაციის ქალაქი პაკისტანში და მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ურბანული დასახლება საფრთხეშია. ქალაქის უძველესი, აქამდე შემორჩენილი ნაშთები იშლება.

მოჰენჯო–დარო ხელახლა 100 წლის წინ აღმოაჩინეს. მდინარე ინდის აუზში, სინდის პროვინციაში მდებარე უძველეს ქალაქს აყვავების ხანა 4 ათასი წლის წინ დაუდგა. კიდევ ერთ ისტორიულ ქალაქთან, ჰარაპასთან ერთად, ის ერთ–ერთი უძველესი ცივილიზაციის ნაწილი იყო და მეტოქეობას უწევდა ეგვიპტესა და მესოპოტამიას.

Dancing-girl

მოცეკვავე გოგონა

აზიის უძველესი ქალაქი განთქმული იყო მშვენიერებით. სახლებს აგურით ნაგები აბანოები ამკობდა, ჰქონდათ კანალიზაციის გამართული სისტემაც – ჩამდინარე წყლისთვის ქუჩების გასწვრივ განლაგებულ მილებს აგურები ფარავდა. აღმოჩენილ უამრავ არტეფაქტებს შორის 10 სმ სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკებებიცაა. ეს ქანდაკება მოცეკვავე გოგონას სახელითაა ცნობილი. საცეკვაოდ გამზადებულ ფიგურას ცალი ხელი თეძოზე აქვს შემოდებული, სახე კი წინ წამოწეული.

მოჰენჯო–დარო იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ქალაქის ცენტრში დგას აგურისგან აგებული ბუდისტური სტუპა.

c44

უძველესი ქალაქის ქუჩები

სამწუხაროდ, პაკისტანის ხელისუფლებას დღეს ისტორიულ ძეგლებზე მეტად უსაფრთხოებასა და ტერორიზმისგან თავდაცვაზე ზრუნვა უწევს. ალბათ ამიტომ ქალაქს სტუმრები ნაკლებად ჰყავს. მუზეუმი სავსეა საინტერესო ექსპონანტებით, მაგრამ დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მათი ნაწილია. მუზეუმის გარეთ მოცეკვავე გოგონას ასლია გამოფენილი, ორიგინალი კი დელიში ინახება.

აღსანიშნავია, რომ ძველი ქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი და ისიც იშლება. მიზეზი მიწისქვეშა მლაშე წყლებია. ის შლის აგურით ნაგებ კომუნიკაციების სისტემას, რომელიც აქამდე მიწაში იყო ჩამარხული და ათასწლეულებს გაუძლო.

მოჰენჯო–დარო საფლავთა მიწაყრილს ნიშნავს და მისი გამოსახულება პაკისტანურ ფულის ბანკნოტს ამშვენებს.

მოჰენჯო–დაროში არ არიან გიდები, არავის აძალებენ საფოსტო ბარათების, სუვენირების ან ბუკლეტების ყიდვას. მხოლოდ დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დგას იარაღით, რომელთაც უცხოელი დამთვალიერებლების პასპორტები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ძეგლის დაცვა.

პაკისტანის ხელისუფლება უძველესი ქალაქის გადარჩენაზე ზრუნვას ვერ ახერხებს. ამიტომაც არსებობს მისი საერთო განადგურების საფრთხე.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*