ალკოჰოლმა “შექმნა” ადამიანი?!

ადამიანი და ალკოჰოლი – როგორ გადაამუშავებს მას ჩვენი სხეული, რატომ გვწყურდება და ალკოჰოლური სასმლის დალევის შემდეგ რატომ ჩნდება პრობლემები – ამ რთულ საკითხს მკვლევარები ხშირად განიხილავენ.

29-autunno,Taccuino_Sanitatis,_Casanatense_4182.

ღვინის დაწურვა XIV საუკუნეში.

სულ მცირე ხნის წინ, მეცნიერებს არ ჰქონდათ ზუსტი პასუხი კითხვაზე – როდის დაიწყეს ადამიანებმა ალკოჰოლის მიღება. ეჭვობდნენ, რომ სასმლის წარმოება დაახლოებით ძვ. წ. აღ. 7 000 წელს უნდა დაეწყოთ.

თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ გარდატეხა დაახლოებით 10 მილიონი (!) წლის წინ მოხდა, როცა ადამიანის წინაპარმა პრიმატებმა ტყეში ძირნაყარი, დამპალი ხილის გამოყენება დაიწყეს.

იმის მიუხედავად, რომ ალკოჰოლი ტოქსინია, მისი ზომიერად მიღება ადამიანს დაავადებებისგან იცავს. ამას საკვებგადამამუშავებელ ფერმენტს უნდა ვუმადლოდეთ, კერძოდ ალკოჰოლის დეჰიდროგენაზა (ADH4), რომელიც ჩვენს ნაწლავებში, ყელსა და ენაშია. ფერმენტი ყველა პრიმატს აქვს, თუმცა ალკოჰოლთან ეფექტიანად გამკლავებას ყველა ვერ ახერხებს. ეს ეხება, მაგალითად, ბაბუინებსა და ლემურებს.

180px-Banquet_Louvre_G133

მეღვინე. გამოსახულება ანტიკურ ფიალაზე ძვ. წ. 490–480 წწ.

გეინსვილის კოლეჯის მკვლევარმა, ბიოლოგმა მეთიუ კერიგანმა შეისწავლა პრიმატების გენის ევოლუცია 70 მილიონი წლის განმავლობაში და აღმოაჩინა, რომ რაღაც მომენტში, მათ ეთანოლის გადამამუშავებელი ფერმენტები გამოიმუშავეს. ეს გენეტიკური მუტაცია დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც პრიმატებს დამპალი ხილის მოხმარების ევოლუციური უპირატესობა მიანიჭა.

კვლევამ აჩვენა, რომ ADH4–ის გაცილებით ძველ ფორმას, რომელიც პრიმატებს 50 მილიონი წლის წინ ჰქონდათ, მხოლოდ მცირე რაოდენობით ეთანოლის გადამუშავება შეეძლო, თანაც, ძალიან ნელა. 40 მილიონი წლის შემდეგ კი ადამიანის წინაპარმა გამოიმუშავა ფერმენტის ვერსია, რომელიც ეთანოლს ორმოცჯერ უკეთ გადაამუშავებდა. ამან პრიმატებს საშუალება მისცა, საკვებად არა მხოლოდ ახალი, არამედ ძირნაყარი და დამპალი ხილიც გამოეყენებინათ. სწორედ ამის შემდეგ ჩამოვიდა პრიმატების ნაწილი ხიდან და მიწაზე ცხოვრება დაიწყო.

young-chimp_763_600x450

მეცნიერების თქმით, პრიმატები ხიდან მიწაზე ძირნაყარი ხილისთვის ჩამოვიდნენ…

მეცნიერთა განმარტებით, ამ აღმოჩენის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ ასოცირდება ალკოჰოლი რაღაც სასიამოვნოსთან. ევოლუციის გარიჟრაჟზე, ალკოჰოლის გემო ჩვენი წინაპრებისთვის საკვების დამატებით წყაროს უკავშირდებოდა.

კვლევის გამოქვეყნებამდე მეცნიერთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ადამიანმა ალკოჰოლის ჯერ დამზადება და შემდეგ მოხმარება 9 000 წლის წინ დაიწყეს. არქეოლოგიური მონაცემებით, მის მისაღებად ხილი და კვების სხვა პროდუქტები გამოიყენეს. დღემდე აღმოჩენილი უძველესი ალკოჰოლური სასმელი ბრინჯის, თაფლის და ხილისგან იყო დამზადებული. მას ჩინეთში, მდინარე ხუანხეს დაბლობზე, თიხის ჭურჭელში მიაკვლიეს და ძვ. წ. აღ. 7000–6600 წლებით თარიღდება. ის ოდნავ ძველია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილი ყურძნის ღვინო და ქერის ლუდი.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*