“ალქაჯი გოგონას” დამწვარი ჩონჩხი ნაპოვნია იტალიაში

იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ახალგაზრდა გოგონას ნაშთები, რომელიც ორმოში დამწვარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაფარული იყო მძიმე ქვის ფილებით. არქეოლოგები განმარტავენ, რომ დაკრძალვის მეთოდი ადასტურებს, რომ ის სიკვდილის შემდეგაც საფრთხეს წარმოადგენდა.

ჩონჩხი აღმოაჩინეს სან კალოჩეროს კომპლექსთან ალბენგაში. ჯგუფს უძღვებოდნენ მეცნიერებათა დოქტორი ფილიპ პერგოლა და ტოპოგრაფიის პროფესორი კრისტიან ანტიკუსი.

2014 წლის სექტემბერში, ამავე ადგილას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 13 წლის “ალქაჯი გოგონას” ნაშთები, რომელიც პირქვე იყო დაკრძალული.

ანალიზებმა აჩვენა, რომ გოგონა, რომელიც პირქვე იყო დაკრძალული იტანჯებოდა სულმდაბლობით და მის სხეულს აკლდა ვიტამინი C.dnews-files-2015-11-witch-girl-670-jpg

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი გოგონა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. არქეოლოგების თქმით პირველი გოგონა გარდაიცვალა 1400–1500 წლების შუალედში, ხოლო ახლადაღმოჩენილი ჩონჩხი უფრო ძველია.

“ჩვენ ველოდებით რადიოკარბონული ანალიზის შედეგებს. ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილები მიეკუთვნებიან IX და XV საუკუნეებს” – განაცხადა არქეოლოგმა სტეფანო როასკიომ.

გოგონა, როდესაც გარდაიცვალა იყო დაახლოებით 15–17 წლის და 154 სანტიმეტრის სიმაღლის. იგი დაიწვა უცნობ ადგილზე და შემდეგ მიიყვანეს სან კალოჩეროში, სადაც იგი ნაჩქარევად დაკრძალეს.

“ჩვენ ვერ ვიტყვით ცოცხალი იყო თუ არა გოგონა, როდესაც დაიწვა” – განუცხადა Discovery news–ს ანთროპოლოგმა ელენა დელუმ.

წინასწარი ანალიზით დადგინდა, რომ მას მინანქრის ჰიპოპლაზია ჰქონდა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მინანქარი ხდება ძალიან სუსტი. ასევე დადგინდა, რომ ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა სტრესი და ცუდად იკვებებოდა. სავარაუდოდ მისი სიფერმკრთალე, შესაძლო ჰემატომები და გულყრები აშინებდა საზოგადოებას.

“სამწუხაროდ მეორე გოგონას ჩონჩხი საკმაოდ დაზიანებულია და დიაგნოზის დასმა რთულია” – განაცხადა დელუმ.

გათხრები, რომლებიც ამჟამად ფინანსდება კერძო ფონდების მიერ გაგრძელდება 2016 წელსაც.

livescience.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*