ამაზონის ტყეში საათის ციფერბლატის ფორმის უძველესი დასახლება იპოვეს

ახლა ამ ადგილას გაუვალი ჯუნგლებია.

ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ბრაზილიის უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ამაზონის უძველესი მაცხოვრებლები მრგვალი ფორმის დასახლებებს აშენებდნენ, რომლებიც საათის ციფერბლატს ჰგვანან.

ასეთი ნამოსახლარები ბრაზილიის შტატ აკოს სამხრეთით აღმოაჩინეს. ძველი ლანდშაფტის შესწავლაში მეცნიერებს უახლესი დისტანციური ზონდირების ტექნოლოგია დაეხმარათ. დასახლებები 1300-1700 წლებშია აგებული.

ტროპიკული ტყის სკანირებისთვის მკვლევარებმა ვერტმფრენში დამონტაჟებული მრიცხველი, RIEGL VUX-1 Lidar-ი გამოიყენეს. აპარატმა იმაზე გაცილებით რთული და ორგანიზებული ლანდშაფტი დააფიქსირა, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა.

კვლევის ფარგლებში 35-ზე მეტი სოფელი და ათეულობით გზა დაფიქსირდა. ისინი გაუვალი ჯუნგლებით არის დაფარული. სოფლები, როგორც წესი 3-დან 32-მდე ბორცვს ითვლის, რომლებიც წრიულად არიან განლაგებული. ასეთი ყორღანების დიამეტრი 40-დან 153-მეტრამდეა, ხოლო ფართობი 0,12-დან 1,8 ჰექტრამდე მერყეობს.

წრიული სოფლების გამორჩეული და თანმიმდევრული განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ ძველ აკრილებს საზოგადოების მოწყობის სპეციალური სოციალური მოდელი ჰქონდათ. თავიანთი საცხოვრებლების მშენებლობისას ისინი ვარსკვლავებით ორიენტირებდნენ.

კვლევამ დაამტკიცა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეები ძირძველი ხალხის თემებით იყო დასახლებული. მათი კულტურები პერიოდულ აყვავებას და კრახს განიცდიდა. ასევე დადასტურდა, რომ ადგილობრივ ლანდშაფტზე აბორიგენი მოსახლეობა გავლენას ევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ახდენდა.

დაახლოებით 950 წელს, გეომეტრიული ნახატის მქონე ცერემონიალური მიწურების ნაცვლად, ახალი კულტურა აღმოცენდა. მაშინ ბორცვებზე გაშენებულ სოფლებში გაჩნდა ერთობები, რომლებმაც მკვეთრად განსაზღვრული სოციალური კონცეფცია და არქიტექტურული სივრცე შექმნეს.

მრგვალი სტრუქტურის სოფლები ერთმანეთთან წყვილ-წყვილი გზებით ერთდებოდნენ. ეს გზები წრიული სოფლიდან საათის ისრების მსგავსად მიემართებოდნენ. თვითონ სოფლებში არსებობდა, როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე გზები.

სოფლების უმეტესობაში აღმოჩენილი ძირითადი გზების წყვილი სამყაროს ორ მხარეზეა ორიენტირებული. ორი მათგანი მიემართებოდა ჩრდილოეთით, ორი – სამხრეთით. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს სწორი გზები იყო. ისინი ერთ სოფელს მეორესთან აკავშირებდნენ და დასახლებული პუნქტების მრავალკილომეტრიან ქსელს ქმნიდნენ.

ადრე ტყეების გაჩეხვისას და არქეოლოგიური კვლევების შედეგად ცნობილი იყო მრგვალი სოფლების არსებობის შესახებ. მაგრამ, დღემდე ამ დასახლებების მასშტაბები, არქიტექტურული სქემები და რეგიონალური ორგანიზება გაუვალი ტროპიკული ტყის საფარველით იყო დაფარული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*