ამასიის ზავი

შაჰ თამაზის ლაშქარმა პირველი ამოცანა შეასრულა, სამცხე–საათაბაგო თავის გავლენას დაუბრუნა, მაგრამ მთავარი, ლუარსაბ მეფის დამორჩილების საკითხი, მიუღწეველი რჩებოდა.

ატენის ციხე

1554 წელს შაჰ თამაზმა მეოთხედ ილაშქრა საქართველოში. დიდი ზარალის ფასად, დაიკავა საბარათიანო, აქედან შიდა ქართლში გადავიდა და დამხვდურებს გაუსწორდა. დაიკავა გორის, წედისის ციხეები და ატენის ციხეს შემოადგა, სადაც მრავალი ხალხი იყო თავშეფარებული, მათ შორის ლუარსაბის დედა ნესტან დარეჯანი. ატენის ციხის აღება მტერს მეტად გაუჭირდებოდა, ერთი რენეგატი და სულწასული ქართველი რომ არ ეპოვნა, რომელმაც მომხვდურებს ციხეში შემავალი წყლის სათავე აჩვენა. უწყლოდ დარჩენილი ციხისელების ბედი გადაწყვეტილი იყო. ისინი მტერს ჩაუვარდნენ ხელში. მეფის დედამ თავი მოიკლა.

ლუარსაბი დაედევნა მტერს, არიერგარდს მიეწია და დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ წაყვანილი 3000 ტყვე ვერ გაათავისუფლა.

1554 წელს ერანსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო. მთავარი საკითხი საქართველოს განაწილება იყო. ლუარსაბ I და ბაგრატ III ამ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობდნენ, რადგან ორი დაპირისპირებული პრეტენდენტის არსებობა მათ ლავირების საშუალებას აძლევდა.

1555 წლის 25 მაისს ქალაქ ამასიაში ზავი მაინც დაიდო, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველო ერანის ვასალად გამოცხადდა, დასავლეთი – ოსმალეთის.

აქედან ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ფაქტი ის არის, რომ მოწინააღმდეგეებმა არსებითად პერსპექტიულად დასაპყრობი მიწები გაინაწილეს. ფაქტობრივად საქართველო დაპყრობილი არ ყოფილა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*