ამონარიდები სახარებიდან

jruchis_otxtavi_1

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

1 იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში.

2 ამბობდა: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.

3 ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა:”ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.”

ეს. 40,3. მარკ. 1,3. ლუკ. 3,4. იოან. 1,23.

4 თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი; ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალია და ველური თაფლი.

მარკ. 1,6.

5 მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები.

6 ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

7 როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: “იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით?

მათ. 23,33. ლუკ. 3,7/

8 მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი;

9 და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო, ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.

იოან. 8,39. საქ. 13.26.

10 ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.

მათ. 7.19.

11 მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.

მარ. 1,8. ლუკ. 3,16. იოან. 1,26. საქ. 1.5; 2,2.

12 მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.

მარ. 1,9. ლუკ. 3,21.

ნათლისღება 

13 მაშინ გალილეიდან იორდანეს მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.

მარ. 1,9. ლუკ. 3,21. ლუკ. 3,7.

14 ხოლო იოანე წინაღუდგა და უთხრა: “მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას, შენ კი ჩემთან მოდიხარ?”

15 მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: “ასე იყოს, ვინაიდან, ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინ იოანემ მიუშვა იგი.

16 ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

ლუკ. 3,21. იოან, 1,32.

17 აჰა, ხმა ციდან მეტყველი: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.

მარ. 1,11. ლუკ. 3,22. იოან. 5,37. 2პეტ. 1,17. კოლ. 1,13.

არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად

“არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი”.

მრისხანებაზე და მკვლელობაზე

“თქვენ გსმენით, ეთქვათ ძვლებს: “არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნევა”.

მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო რომელიც ეტყვის სულელუ, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

გულისთქმით შეხედვა

“გსმენია, რომ თქმულა: არ იმრუშო.

მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

გაყრის შესახებ

“ასევე ნათქვამია: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა”

მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიზვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

თვალი თვალისა წილ; მეორე ლოყაც

“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.”

მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

შეიყვარეთ თქვენი მტრები

“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი”.

მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით.

სწავლება მოწყალებისათვის

“ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად; თორემ ვერ მიიღებთ საზრაურს თქვენი ზეციური მამისაგამ”.

ლოცვისათვის

“როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური”.

მარხვაზე

“ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც ტვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

თვალი სანთელია

“სხეულის სანთელი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*