ამოუცნობი ვიკინგური კულონი

Featured imageროცა დანიურ მოვერცხლილ ფიგურას პირველად დაინახავთ, გაიფიქრებთ, რომ ეს გრძელკაბიანი ქალია. 4,7 სანტიმეტრიანი გახვრეტილი ფიგურა, ალბათ, ვინმე მნიშვნელოვან პიროვნებას, შესაძლოა, XIX საუკუნის რელიგიის მსახურს უმშვენებდა ყელს. ოსტფინსის მუზეუმების კურატორი კლაუს ფევეილი ამ კულონს 2014 წლის აპრილიდან – მისი აღმოჩენის დღიდან იკვლევდა. ის თვლის, რომ ფიგურა, შესაძლოა, წარმოადგენდეს სკანდინავიურ ღვთაებას – ქალღმერთს ან თუნდაც ღმერთს ქალის იერსახით. “მუცელზე ხელებდაწყობილი ერთი–ორი სხვა ფიგურაც გვინახავს, – ამბობს ფევეილი, – მაგრამ ისინი შიშვლები და ნამდვილად მამაკაცები არიან”.

წყარო: National geographic

Leave a comment

Your email address will not be published.


*