ანგკორ–ვატის ფერწერა

Featured image

ორი სპილოს გამოსახულება ანგკორ–ვატის ერთ–ერთ კედელზე.

ცხრა საუკუნის წინ აგებული ანგკორ–ვატის ტაძარი (კამბოჯა) მილიონობით მნახველს მასპინძლობს. ამ ბუდისტურ ტაძარში ზოგი სალოცავად მიდის, სხვებს ქვაზე ნაკვეთი რთული ორნამენტები იზიდავთ. თუმცა, არქეოლოგთა ჯგუფის დაინტერესების საგანი ნაკლებად თვალში მოსახვედრია. ეს არი XVI საუკუნის ოსტატურად შესრულებული მხატვრობა, რომელიც ჟამთასვლამ და კლიმატმა გააფერმკრთალა.

მათ დასანახად კლდის მხატვრობის სპეციალისტი და კვლევის ხელმძღვანელი, ნოელ იდალგო ტანი, ციფრული ფოტოგრაფიისა და კომპიუტერული ანალიზის ტექნოლოგიებს იყენებს. “ის რაც ერთ დროს უბრალო ლაქა ეგონათ, შეიძლება იყოს ორი სპილო ან კხმერების მთელი ორკესტრი”, ამბობს ტანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*