ანგლოსაქსური ხელოვნების “დამალული შედევრი”XVIII

XVIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ პეტერტონში, სომერსეტის საგრაფოში, მიწათმფლობელ თომას როტას მამულში მომცრო ზომის ძვირფასი ნივთი იპოვეს. 25 წლის განმავლობაში ის პოლკოვნიკ ნათანიელ პალმერის სახლში ინახებოდა, პოლკოვნიკის სიკვდილის შემდეგ კი საჩუქრად ოქსფორდის უნივერსიტეტს გადაეცა. რელიკვიისთვის აქ დიდხანს არ მიუქცევიათ ყურადღება. ერთხელაც, მეცნიერებმა დაკვირვებით შეხედეს და განცვიფრდნენ – ის ანგლოსაქსური საიუველირო წარმოების შედევრი აღმოჩნდა და, სულ მცირე, 1000 წლის არის.

ნორმ908baf282f1209d1a6425a433fcf26a2ანების მიერ XI საუკუნეში ინგლისის დაპყრობამდე, ანგლოსაქსების დეკორატიული ნივთები უხეში და პრიმიტიული იყო – ასე მიაჩნდათ კარგა ხანს, სანამ ამ 61–მილიმეტრიანმა საიუველირო ნაკეთობამ, რომელიც IX საუკუნეშია დამზადებული, ეს წარმოდგენა არ დაამსხვრია.

ოქროს თხელი, ფილიგრანული ჩარჩო ოქროსავე ფუძეზე, ტიხრული მინანქრით შესრულებულ ნახატს საზღვრავს. ვინ არის აქ გამოსახული, დანამდვილებით ვერ ამბობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს იესო ქრისტე უნდა იყოს.

გვერდიდან წვრილი ასოებით კარგად იკითხება: Aelfred mec heir gewyrcan – “ალფრედმა ბრძანა ჩემი დამზადება”.

ეჭვგარეშეა, რომ საუბარია მეფე ალფრედ დიდზე, რომელიც XI საუკუნეში მეფობდა. ამიტომაც რელიკვიას “ალფრედის ძვირფასეულობას” უწოდებენ. ნივთი იპოვეს ეტელნის მახლობლად, სადაც თავის დროზე მეფე მტრებს ემალებოდა, შემდგომ კი სააბატო დააარსა. არ არის გამორიცხული, ნივთი სწორედ სააბატოსთვის ეჩუქებინა.ეს ალბათ იყო სამსვენისი, რომელიც წიგნის სანიშნეზე მაგრდებოდა.

მეფე ალფრედი განათლებული ადამიანი იყო. მან თავად თარგმნა საეკლესიო და ფილოსოფიური წიგნები ინგლისურ ენაზე. ამას გარდა, მან პაპ გრიგოლ I-ის დარიგებანიც თარგმნა და თავის სამფლობელოში ყველა საეპისკოპოსოს დაუგზავნა. წიგნებს თან მოაყოლა ნივთი, რომელსაც თავად estel–ს უწოდებდა.

მეცნიერთა ვარაუდით, estel-ი წიგნის სანიშნეა, საიუველირო სამშვენისით გაფორმებული. შემდგომში იპოვეს სხვა მსგავსი ნივთებიც, მაგრამ არა ასევე ლამაზად დამზადებული.

წყარო –  “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*