ანდრომედა, რომელსაც შეიძლება რომ შევეხოთ და კიდევ 2020 წლის 10 საუკეთესო ასტროფოტოგრაფია

გრინვიჩის სამეფო მუზეუმის მიერ მოწყობილი ონლაინ-ცერემონიის დროს კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

Insight Investment Astronomy Photographer of the Year-ის აბსოლუტური გამარჯვებული ფრანგი ნიკოლა ლეფოდო გახდა. ეს არის ანდრომედას გალაქტიკის გამოსახულება დახრის ეფექტით. ფოტოგრაფიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფოტოში გაიმარჯვა და 10 000 ფუნტი სტერლინგის პრიზი მოიგო.

კიდეებში ბუნდოვანი გამოსახულება გალაქტიკის სიახლოვის ილუზიას ქმნის. ანდრომედა კი ჩვენგან 2 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ჩვენთვის ანდრომედას გალაქტიკა ძალიან შორეული და მიუღწეველი ჩანს, მაგრამ ისეთი ფოტოგრაფიის შექმნა, რომელიც გვიქმნის მისი ფიზიკური სიახლოვის ილუზიას, ნამდვილად ჯადოქრობაა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებშიც. მათი ქმნილებები ასტროფოტოგრაფიის ნამდვილი შედევრებია.

გალერეაში ბოლო ფოტოგრაფიის ავტორი 11 წლის გოგონაა რეუნიონიდან ელის ფოკ ჰანგი. ის უკვე მეორე წელია იგებს პრიზს, როგორც ყველაზე “ნორჩი” ფოტოგრაფი. ფოტოზე ერთდროულად ჩანან მერკური, ვენერა, სატურნი, იუპიტერი და მთვარე.

უიშვიათესი სადაფისფერი ღრუბლები გადაღებულია ფინეთის ლაპლანდიაში. სტივ მარში. BBC Sky at Night Magazine-ის სამხატვრო რედაქტორი.

მზის ბირთვული სინთეზი. ემილი დრაბეკ-მაუნდერი. გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი.

მთვარის ზედაპირის ფერადოვანი გამოსახულება. ემილი დრაბეკ-მაუნდერი.

დიდებული, არაამქვეყნიური ნათება – ჯონ კაშლოუ. კომიკოსი.

იუპიტერი და მთვარე. მათ შორის მანძილი 700 მილიონი კილომეტრია. ემილი დრაბეკ-მაუნდერი.

ორმაგი ვარსკვლავი ალბირეო, მოძრავი თანამგზავრების ნაკვალევით გარშემორტყმული. მელანი ვანდენბურკი. გრინვიჩის სამეფო მუზეუმის კურატორი.

სამყარო ვარსკვლავების წარმოშობამდე (ილუზია). მელანი ვანდენბურკი.

შორეული კოსმოსის დეტალური ფოტოგრაფია. სტივ მარში.

“ბნელი მდინარე” – ირმის ნახტომის სკულპტურული ნაწარმოები. მის შესაქმნელად გამოიყენეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსახულება. ირმის ნახტომის ამ ცენტრალურ უბანში 84 მილიონი ვარსკვლავი ჩანს. ჯული ჰილი.

მერკური,ვენერა, სატურნი, იუპიტერი და მთვარე. ელის ფოკ ჰანგი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*