ანტარქტიდაში აღმოჩენილია რობერტ სკოტის ექსპედიციის მონაწილის ნახატი

1911 წელს რობერტ სკოტის პოლარულმა ექსპედიციამ ადერის კონცხზე გამოიზამთრა. ახალზელანდიელმა მეცნიერებმა ამ მოვლენის დამადასტურებელი ახალი მოწმობა აღმოაჩინეს: მკვლევარის და მხატვრის ედვარდ უილსონის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი.

ანტარქტიდა 1820 წლის 28 (16) იანვარს აღმოაჩინა რუსულმა საზღვაო–სამხედრო ექსპედიციამ ფადეი ბელინსჰაუზენის და მიხაილ ლაზარევის ხელმძღვანელობით.

მომდევნო საუკუნეში ადამიანები ახალი კონტინენტის შესასწავლად მიემგზავრებოდნენ ანტარქტიდაზე. შემდეგ კი დადგა ამ ისტორიული ფაქტების შესწავლის დრო.

ორგანიზაცია “ანტარქტიდის მემკვიდრეობის” სპეციალისტები ეძებენ და ინახავენ პირველი პოლარული ექსპედიციების დამადასტურებელ საბუთებს.

2013 წელს მათ აღმოაჩინეს რობერტ სკოტის ექსპედიციის დღიური, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ახლახანს კი კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა გაკეთდა. ანტარქტიდაში კონცხ ადერზე, ერთ–ერთი ქოხის გაწმენდის დროს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნახატი, რომელიც ექიმმა და მხატვარმა ედვარდ უილსონმა შეასრულა. ნახატი დაფარული იყო პინგვინების სკინტლით, ობით და მტვრით.

ედვარდ უილსონმა სამ მოგზაურთან ერთად სამხრეთ პოლუსამდე მიაღწია, მაგრამ უკანა გზაზე დაიღუპა.

ქოხები აქ 1899 წელს ნორვეგიელმა მოგზაურებმა ააშენეს. ამ ქოხებში პოლარული მკვლევარები გამოზამთრებისთვის ჩერდებოდნენ. სკოტმა და მისმა ჯგუფმა აქ 1911–1912 წლების ზამთარი გაატარეს.

ისტორიულ შენობაში ნაპოვნი ნახატი თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. მასზე ჩიტია გამოსახული. კუთხეში დასახელება და თარიღია მითითებული – 1899 წელი.

Antarctic Heritage Trust–ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ავტორის ვინაობა პირველივე ნახვისას ამოიცნეს. ბრიტანელი ზოოლოგი და ექიმი–ფიზიოლოგი ედვარდ უილსონი (1872–1912 წწ.) ნიჭიერი მხატვარიც იყო. დღეს მისი ნახატები მისი მშობლიური ქალაქის ჩელტენემის სამხატვრო გალერეაში ინახება. მან რობერტ სკოტის ორ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და უამრავ ჩანახატს აკეთებდა.

მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან ჩიტის გამოსახულება, რომელიც ანტარქტიდაში არ ცხოვრობს და თანაც შესრულებულია ექსპედიციამდე დიდი ხნით ადრე, როგორ მოხვდა ასე შორს.

e0d21d3d7488c65544f1732a1ce402af

რობერტ სკოტის ექსპედიცია – მარცხნივ ედვარდ უილსონი

თარიღის მიხედვით უილსონმა ნახატი ევროპაში შეასრულა იმ დროს, როცა ის ტუბერკულიოზს მკურნალობდა. შესაძლოა მან ნახატი, როგორც თილისმა ან რაიმე პირადი მოვლენის სამახსოვროდ ექსპედიციაში წაიღო.

d1ccd16f4d506d20c89ec925a47e91ab

e7b1ba5aade5078c505cbb49d66fdf67

7f43dd65f887eb315544adccf2329cfc

Leave a comment

Your email address will not be published.


*