ანტარქტიდაში ნაპოვნია 14 მილიონი წლის ასაკის ხოჭო

თანამედროვე ანტარქტიდის ტერიტორიაზე მხოლოდ სამი სახეობის მწერი ბინადრობს. მაგრამ წარსულში მათი რიცხვი გაცილებით დიდი იყო. ერთ–ერთ მყინვარში ამერიკელმა მეცნიერებმა 14 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი ხოჭო აღმოაჩინეს.

კვლევას ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის და სმიტსონის ინსტიტუტის სპეციალისტები ატარებდნენ. მწერების გაქვავებული ფრთები ბირდმორის ყინულების ტერიტორიაზე ტრანსანტარქტიკული ქედის სიახლოვეს აღმოაჩინეს.

ფრთები ორ არსებას ეკუთვნის. ამ სახეობის ნამარხი ხოჭოები მეცნიერებისთვის უცნობია. აღმოჩენას სახელი Antarctotrechus balli – მიაკუთვნეს. ხოჭოები ამ ტერიტორიაზე 14–20 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. იმ დროს ანტარქტიდის კლიმატი ბევრად თბილი იყო, ვიდრე ახლაა და იგი მცენარეებით იყო დაფარული.

აღმოჩენას დედამიწის ისტორიის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ანტარქტიდის ფაუნა მხოლოდ სამი სახეობის მწერებით არის წარმოდგენილი: რწყილებით (Glaciopsyllus antarcticus), უფრთო კოღოებით (Belgica antarctica) და ჭიანჭველებით (Camponotus werthi). არცერთი მათგანი არ დაფრინავს. სპეციალისტების აზრით, ახლადაღმოჩენილი ხოჭოც არ დაფრინავდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*