ანტარქტიდა ტბებით დაიფარა

აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარებზე ათასობით ტბა გაჩნდა. ეს გლობალური დათბობის შედეგი და მყინვარების მომავალი დაღუპვის ნიშანია.

მეცნიერებმა აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარებზე ათასობით ტბა აღმოაჩინეს. ასეთი წყალსატევები ტემპერატურის მატების გამო ყინულის დნობის შედეგად წარმოიშვა. ადრე ასეთი მოვლენა დაფიქსირდა პლანეტის საპირისპირო მხარეს – გრენლანდიაში. იქ ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. 2011–დან 2014 წლამდე გრენლანდიის მყინვარებმა დაახლოებით ტრილიონი ტონა ყინული დაკარგეს.

ანტარქტიდა დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რეგიონად, რომელიც ნაკლებად რეაგირებს გლობალურ დათბობაზე, მაგრამ ახალი მონაცემები სიტუაციის შეცვლაზე მეტყველებენ.

სპეციალისტებმა მეტეოროლოგიური მონაცემები და თანამგზავრების ფოტოები გააანალიზეს. ლანგჰოვდეს მყინვარზე 7990 ახალი წყალსატევი აღმოაჩინეს, რომლებიც 2000–2013 წლებში არის გაჩენილი. მტკნარმა წყალმა, რომელიც ყინულოვან ზედაპირზე მოედინება, 800–ზე მეტი არხი გააჩინა. ისინი კონტინენტის სიღრმეში 18 კილომეტრზე მიედინებიან. ეს მყინვარის დაშლის დაწყებას მიანიშნებს. კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერება უძლური აღმოჩნდა ამ პროცესების წინაშე: აღმოსავლეთ ანტარქტიდაში დამდნარი წყლის ტბების გაჩენა არც ერთ პროგნოზზე არ ფიგურირებდა.

d87e5696c60492bbe3130bc17a881230

96077aedb0a409a0810d22a59d6f7dc3

Leave a comment

Your email address will not be published.


*