ანტილოპა ტალახში ჩაეფლო, როცა ის მდევრისგან თავის დაღწევას ცდილობდა: ვიდეო საფარიდან

ნადავლი თვითონ გაება მახეში აფთრისმაგვარი ძაღლების საბედნიეროდ.

43 წლის ტურისტმა, დევიდ ფიშერმა საოცარი სცენა დააფიქსირა კამერით სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით, მადიკვაში.

16 ივნისს ის საფარი–ტურზე გაემგზავრა პატარა ტბისკენ. ეს გუბურაა, რომელსაც კაშხალ ტაუს უწოდებენ. ტურისტების სხვა ჯგუფები იტყობინებოდნენ, რომ გარშემო აფთრისმაგვარი ძაღლების უამრავი ნაკვალევი იყო, თუმცა ფიშერის ჯგუფმა მხოლოდ თეთრი მარტორქა და ანტილოპა კუდუ დააფიქსირა.

საღამოსკენ ისინი ტბასთან შეჩერდნენ, რათა ლამაზი მზის ჩასვლა გადაეღოთ. მოულოდნელად ისინი საოცარი მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ: 7–მა ძაღლმა მათ მანქანას ჩაუარა და წყალსაცავისკენ წავიდნენ. წყურვილის მოკვლის შემდეგ ისინი იმავე გზით უკან დასაბრუნებლად გამოეშურნენ. მოულოდნელად ავტომობილს ანტილოპა იმპალა მიუახლოვდა. მტაცებლები და მსხვერპლი ერთმანეთს პირისპირ შეეჯახნენ და დაიწყო დევნა. თავის გადასარჩენად ანტილოპა წყალსატევისკენ გაიქცა, მაგრამ ტალახში ჩაეფლო. ძაღლები ჯერ ნაპირთან დაყოვნდნენ, შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდნენ უძრავად მყოფ იმპალას და რამდენიმე წუთში მას გაუსწორდნენ.

აფთრისმაგვარი ძაღლები აფრიკაში ყველაზე იღბლიან მონადირეებად არიან მიჩნეული: ნადირობის 10 შემთხვევიდან, 8 წარმატებით მთავრდება.

მიუხედავად სცენის სისასტიკისა, ის მკაფიოდ ასახავს ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებას და კვებითი ჯაჭვის რგოლების განლაგებას ველურ ბუნებაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*