აპარატი “კასინი” შეისწავლის წყალს, სატურნის თანამგზავრზე

კოსმოსური სადგური “კასინი” გაემგზავრება სატურნის თანამგზავრ ენცელადეზე აღმოჩენილი წყლის შესასწავლად.

ავტომატური კოსმოსური აპარატი, რომელიც შექმნილია NASA–ში, 1997 წლის 15 ოქტომბერს გაუშვეს, ევროპულმა და იტალიურმა სააგენტოებმა. მისი ამოცანაა სატურნის, მისი რგოლების და თანამგზავრების შესწავლა. კომპლექსი შედგება აპარატ “კასინისგან” და სადგურ “ჰუიგენსისგან”, რომელიც ტიტანზე დასაფრენად შეიქმნა. “კასინი” სატურნს 2004 წლის 30 ივნისს მიუახლოვდა და ამ პლანეტის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გახდა.

ცნობილია სატურნის 62 ბუნებრივი თანამგზავრი დამტკიცებული ორბიტებით. 53 მათგანს აქვს სახელი. 500 კილომეტრიანი თანამგზავრის, ენცელადეს თავისებურება მისი უჩვეულო გეოლოგიური აქტივობაა. “კასინის” მიერ გადმოცემული მონაცემებით აღმოჩენილი იქნა წყლის მდიდარი შლეიფი, რომელიც სამხრეთ პოლუსთან შადრევანივით ამოდის. ამას გარდა, მრავალწლიანი დაკვირვებების შემდეგ მეცნიერებმა ზედაპირის გეოლოგიური თავისებურებები შეისწავლეს, დაადგინეს კოორდინატები და გაარკვიეს, რომ ენცელადე ორბიტაზე მოძრაობისას მსუბუქად ქანაობს. დიდი ალბათობით, ციურ სხეულზე არსებობს თხევადი ფენა, რომელიც გლობალურ ოკეანეს წარმოადგენს და მის მთელ ზედაპირს ფარავს: თანამგზავრის სტრუქტურა ერთგვაროვანი რომ იყოს, მაშინ რხევის ამპლიტუდა აღმოჩენილთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

NASA-ს ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება, რომ 28 ოქტომბერს “კასინი” მიუახლოვდა ენცელადეს 48 კილომეტრის მანძილზე. ამ მინიმალური სიმაღლიდან შესაძლებელი იქნება ამოტყორცნილი წყლის შემადგენლობის გამოკვლევა. ზონდი ადრეც მიახლოებია თანამგზავრის ზედაპირს, მაგრამ ასეთ მცირე მანძილზე ჯერ არ გადაუფრენია აქტიური წყლის შლეიფის თავზე.

c15057ad0c379a3410be6240fda00bf7

8055a9bab0bad6e2544ef0646a718f09

cb4046c477305abb4caf3e3e6d6eb88e

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*