“აპოლონ–14”: მთვარეზე მესამე დაჯდომის შემდეგ 48 წელი გავიდა

მოდული “აპოლონ–14” 1971 წლის 5 თებერვალს მთვარეზე დაჯდა.

ისტორიაში პირველად ადამიანი მთვარეზე 1969 წელს დაჯდა. ამ დროიდან კოსმოსური პროგრამა გრძელდებოდა და 1971 წლის 31 იანვარს NASA-მ მთვარეზე ხომალდი “აპოლონ–14” გაუშვა. ბორტზე ასტრონავტები სტიუარტ რუსა, ალან შეპარდი და ედგარ მიტჩელი იმყოფებოდნენ. მათი ამოცანა იყო მთვარის გრუნტის შეგროვება, სამეცნიერო დანადგარების დაყენება, ლოკალური მაგნიტური ველების შესწავლა, მთვარის ზედაპირის ფოტოგრაფირება და სხვა.

44,5 ტონა მასის ხომალდი შედგებოდა გუნდური და მთვარის მოდულებისგან. ფრენიდან 104 საათის შემდეგ ეს მოდულები განცალკევდნენ. მთვარის მოდულში შეპარდი და მიტჩელი იმყოფებოდნენ. მისი გაშვება 12 წუთი და 44 წამი გაგრძელდა. აპარატი მთვარეზე 1971 წლის 5 თებერვალს დაჯდა. პირველი მთვარის ზედაპირზე შეპარდი გადავიდა.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მიტჩელმა გრუნტის ნიმუშები აიღო, ხოლო შეპარდმა მთვარის მოდულისგან 15 მეტრში ტელეკამერა დააყენა. ამის შემდეგ მათ ამერიკის დროშა აღმართეს.

მთვარის ზედაპირზე გასვლა 4 საათსა და 29 წუთს გრძელდებოდა, ხოლო მთლიანობაში მოდულმა მთვარეზე 33 საათი და 24 წუთი დაჰყო.

ყველა სამეცნიერო და ტექნიკური ამოცანა შესრულებული იქნა. ასტრონავტებმა 23 კილოგრამი ნიმუშები შეაგროვეს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცათ მთვარის ზუსტი ასაკი დაედგინათ.

ასევე, მისიამ შეძლო “აპოლონ–13″–ის ავარიის შედეგად გამოწვეული ამერიკული კოსმოსური პროგრამის შერყეული პრესტიჟის აღდგენა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*