“არაბული” გეოგლიფები იორდანიაში

იორდანიაში გეოგლიფები აღმოაჩინეს, რომლებიც, სულ მცირე, 6 ათასწლეულით უფრო ძველია, ვიდრე პერუში, ნასკას უდაბნოს გამოუცნობი ნახაზები. სპეციალისტების ვარაუდით, ბორბლის ფორმის ორი გამოსახულება იორდანიის შავ უდაბნოში, ვადი ვისადთან, 8 500 წლის არის. ასეთივე გეოგლიფს აზრაქის ოაზისის ახლოსაც მიაკვლიეს.

უძველესი ნაგებობების დანიშნულება და მათი შემქმნელების ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა სპეციალისტების აზრით, წრიული გეოგლიფები ზამთრის ბუნიობისას მზის ამოსვლის მიხედვით არის განლაგებული.

გეოგლიფები პირველად პილოტებმა შენიშნეს პირველი მსოფლიო ომის დროს და 1927 წელს ჟურნალ Antiquity-ში მათზე სტატიაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბედუინები მათ “ძველი ხალხის ნამუშევრებად” მოიხსენიებდნენ. ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Journal of Archaeologival Science-ში დაიბეჭდა, ნათქვამია, რომ გეოგლიფები გვხვდება მთელ არაბულ რეგიონში, სირია–იორდანიაში თუ საუდის არაბეთსა და იემენში.

კვლევებით დადგინდა, რომ ვადის ვისადის ერთი გეოგლიფის ასაკი 8 500 წელია. მეორეც დაახლოებით ამავე პერიოდში ააშენეს, თუმცა 5 500 წლის წინ აღადგინეს. მაშინ ახლო აღმოსავლეთში კლიმატი უფრო ნოტიო იყო.

ამერიკელ მეცნიერთა აზრით, აზრაქის ოაზისს ასტრონომიული დანიშნულება ჰქონდა, რადგან აზრაქთან ორი “ბორბლის” სხივები ზამთრის ბუნიობისას მზის ამოსვლაზეა ორიენტირებული. თუმცა შეუძლებელია დარწმუნებით მტკიცება, რომ ეს ძველმა მშენებლებმა საგანგებოდ გააკეთეს. დანარჩენი ფიგურები ასტრონომიას არ უკავშირდება.

ექსპერტებისთვის კვლავაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რატომ აშენებდნენ ძველად ისეთ ნაგებობებს, რომლის დანახვა მხოლოდ ციდან იყო შესაძლებელი.

ახალაღმოჩენილ გეოგლიფებს შორის გვხვდება სვასტიკისა და ჯვრის ფორმები. გამოსახულებათა ასაკი სულ მცირე 8 000 წელია და მათი ზომები 90–დან 400 მეტრამდეა.

წყარო – ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*