ართურ მეფის მშობლიური ციხესიმაგრე ნაპოვნია?!

ბრიტანელი არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ლეგენდარული მეფე ართურის მშობლიური ციხესიმაგრე, რომელსაც ბრიტანეთში, კორნუოლის საგრაფოში მიაკვლიეს, VI საუკუნეში უნდა იყოს აგებული, მეცნიერთა განცხადებით, სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც ლეგენდარული მეფე ცხოვრობდა. ნაპოვნია ციხესიმაგრისა და სასახლის კედლების ნაშთები, საფეხურები, იატაკის ფრაგმენტი და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოტანილი მინისა და თიხის ჭურჭლის 150–მდე ფრაგმენტი.

emilywhitfield-wicks-22-07-16-archeologydig-11

სამუშაოების მიმდინარეობა

მეფე ართურზე ლეგენდები ტინტაგელის XII საუკუნის ციხესიმაგრეს უკავშირდება. აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ აქ მცხოვრები ადამიანები საზოგადოების მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ. სპეციალისტთა განცხადებით, ამას მოწმობს კერამიკის ფრაგმენტები, მინა და ამფორები, რომლითაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ღვინო და ზეითუნის ზეთი გადაჰქონდათ.

ეს ციხე–დარბაზი უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომელიც ათეულობით ნაგებობისგან შედგებოდა. აქ ცხოვრობდნენ ხელოსნები, მეჯინიბეები, მსახურები, მეომრები.

king-arthur-tapestry-detail-french-collotype-postcard

ართურ მეფის გამოსახულება “ცხრა ღირსეულს” შორის (გობელენი, 1365 წ.)

იმისგან დამოუკიდებლად, ნამდვილად არის თუ არა ეს დაკავშირებული მეფე ართურთან, აღმოჩენის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთში V-VII საუკუნეების ესოდენ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის ნაშთები იპოვეს.

ვინ სკოტი, ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის კურატორი დასავლეთ ინგლისში: “ტინტაგელში მაღალი სტატუსის მქონე შენობა, პრაქტიკულად, სამეფო სასახლის აღმოჩნდა. მიკვლეული არტეფაქტები საშუალებას გვაძლევს, ზედმიწევნით კარგად აღვადგინოთ სურათი, როგორ ცხოვრობდნენ ბრიტანეთში რომის მმართველობის დაცემის ხანაში. ეს პირველი მიკვლეული ნაგებობაა, რომელიც ე. წ. ბნელ ეპოქას, ანუ დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის პერიოდს განეკუთვნება”.

ართურზე ისტორიების ძირითადი ნაწილი ფოლკლორსა და ლიტერატურაში შემორჩა, მისი რეალური არსებობა კი დღესაც ისტორიკოსების დავის საგანია. სხვადასხვა ისტორიული წყაროდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი.

მეფე ართურის ცხოვრება სხვადასხვა ტექსტში განსხვავებულად არის აღწერილი. ისინი გვიამბობენ ბრიტანეთის მეფეზე, რომელიც დაიბადა ტინტაგელში, დაამარცხა საქსები და შექმნა იმპერია. მეფე ართურის იმპერია მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას, ისლანდიას, ნორვეგიასა და გალებს. ტექსტები შეიცავს ცნობებს ართურის მამის პერგამონის, ჯადოქარ მერლინის, ხმალ ექსკალიბურის შესახებაც. მათში მოთხრობილია ლეგენდარული მეფის გადამწყვეტი ბრძოლა რაინდ მორდრედთან კამლანში, ართურის აღსასრული და დაკრძალვა ავალონში.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*