არის თუ არა სიცოცხლე სატურნზე?

პლანეტათაშორისი სადგურ “კასინი–ჰუიგენს”–ის მიერ შეგროვებული მონაცემები ფიქრის საშუალებას იძლევა კითხვაზე: არის თუ არა სიცოცხლე სატურნზე? ან მის თანამგზავრებზე?

სადგურმა მეცნიერებს სატურნის, მისი რგოლების და თანამგზავრების უნიკალური ფოტოგრაფიები გადასცა. მათზე აღბეჭდილია ის, რაც არასდროს არავის უნახავს. ეჭვიც არ არის, რომ პროექტი უმაღლესი ხარისხით წარმატებული აღმოჩნდა. მეტიც, მან დაადასტურა, მეცნიერების წინათგრძნობა: კოსმოსზე ჩვენი წარმოდგენა ძირფესვიანად უნდა გადაიხედოს.

პლანეტათაშორისი სადგური გაჩნდა ამერიკული NASA-ს, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) და იტალიური კოსმოსური სააგენტოს (ASI) თანამშრომლობით.

“კასინის” ისტორია 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო ორი მეცნიერის საუბრით. ერთი იყო ჩინელი ასტრონომი ვინ ხუენ იპი, რომელიც მაქს პლანკის მზის სისტემის მკვლევარი გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. მეორე – ფრანგი დანიელ გოტიე, რომელმაც ნაციონალურ კოსმოსურ სააგენტოს შესთავაზა აპარატის გაშვება პირდაპირ ტიტანზე – სატურნის ერთ–ერთ თანამგზავრზე.

სწორედ ვინს ეკუთვნის პროექტისთვის ჯოვანი კასინის სახელის დარქმევა. კასინი ცნობილი იტალიელი ასტრონომი, მათემატიკოსი, ინჟინერი და პარიზის ობსერვატორიის პირველი დირექტორი იყო 1669–1712 წლებში. კასინიმ სატურნის ოთხი თანამგზავრი აღმოაჩინა – იაფეტი, დიონა, რეა და ტეფია. ასევე, ღრიჭოები რგოლებს შორის.

პროექტი მართლაც საერთაშორისო გამოვიდა – ESA-მ გამშვები აპარატი “ჰიუგენსი” ააგო. (ჰოლანდიელი ასტრონომი, რომელმაც 1665 წელს ტიტანი შენიშნა). NASA-მ – ორბიტალური სადგური “კასინი” ააგო, ხოლო ASI-მ უზარმაზარი ანტენა დაამონტაჟა.

პროექტმა ისეთი კოლოსალური სახსრები მოითხოვა და იმდენად რთული აღმოჩნდა ტექნიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით, რომ კინაღამ რამდენჯერმე დაიხურა. რამდენჯერმე გადაიდო სტარტიც. მაგრამ 1997 წლის 15 ოქტომბერს ხომალდი “ტიტანი” კოსმოსში გაუშვეს. მოგზაურობამ სატურნისკენ 7 წელი გასტანა. კვლევას კი 13 წელი დასჭირდა.

“კასინი” ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მძიმე აპარატია, რაც ოდესმე კოსმოსში გაუშვიათ: 6,7 მეტრი სიმაღლეში, 4–მეტრზე მეტი სიგანეში, მასა კი 5712 კილოგრამი. სატურნამდე გზის დასაფარად მას დასჭირდა სხვა პლანეტების გრავიტაციული ველების დახმარება: “კასინიმ” ორჯერ ჩაუფრინა ვენერას, თითოჯერ დედამიწას და იუპიტერს. ეს დაეხმარა მას საჭირო სიჩქარის აკრეფაში. 2004 წლის 30 ივნისს აპარატი სატურნის ორბიტაზე გავიდა. იმავე წლის დეკემბერში ზონდი “ჰიუგენსი” (2,7 მეტრი გარშემოწერილობა, მასა – 3,8 კილოგრამი) სადგურს მოსცილდა და 2005 წლის 14 იანვარს ტიტანის ზედაპირზე დაჯდა. მან 72 წუთი იმუშავა და “კასინიზე” მონაცემები გაგზავნა. ადგილი, სადაც ზონდი აღმოჩნდა მყარი, სწორი ზედაპირი იყო. ის დაფარული იყო რიყის, სავარაუდოდ ყინულის ქვებით. აპარატს გარშემო ნარინჯისფერი კვამლი ეკრა – მეთანის და სხვა მფრინავი ორგანული ნაერთების ნაზავი.

მეთანი ტიტანის ატმოსფეროს 5%–ს შეადგენს. ის ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც დედამიწაზე წყალი: ის წარმოშობს წყალსაცავებს, ღრუბლებს და ნალექებს. თუმცა, ტემპერატურა –179°C–ია, ტიტანი რამდენადმე ჰგავს ჩვენს პლანეტას როგორიც ის იყო 4 მილიარდი წლის წინ.

“ჰიუგენსიდან” მიღებული მონაცემების მიხედვით, კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტიტანის ატმოსფეროში მზის გამოსხივება იწვევს ციანიდის წყალბადის ან სინილის მჟავის წარმოქმნას. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა შხამიანი ნივთიერებაა ადამიანისთვის.

“ციანიდის წყალბადი სინათლეზე პოლიმერიზდება, ჰქმნის გრძელ ჯაჭვს, მათ შორის სხვა მოლეკულებთან. ეს კი ერთ–ერთი პირობაა სიცოცხლის წარმოშობისთვის” – ამბობს მარტინ რამი.

სატურნის საიდუმლოებები

“კასინიმ” საკმაოდ დიდხანს იმუშავა და მეცნიერებს მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტის შესახებ უამრავი მონაცემი მოაგროვა.

bb536f9590278affcb5ef9ea6e81a3df

სატურნის ოთხი თანამგზავრი საათის ისრის მიმართულებით დაწყებული ზემოდან: ტიტანი, იაფეტი, პანი და ჰიპერიონი. სულ სატურნს 53 “ოფიციალური” თანამგზავრი ჰყავს. 9–ს ჯერ სტატუსი არ მინიჭებია. თითოეულ მათგანს უნიკალური აგებულება აქვს და ყველა ერთად ვრცელ და მრავალფეროვან სისტემას ქმნის.

ტიტანის პოლარულ ზონებში ნახშირწყალბადის ტბებია – ღრმულები ამოვსებულია ეთანით და მეთანით. ასეთ პირობებში შესაძლებელია სიცოცხლის განვითარება.

13 წლის მანძილზე “კასინიმ” სხვადასხვა, მანამდე უცნობი მონაცემები მოაგროვა სატურნის შესახებ: აღმოაჩინა პოლარული ციალი და გიგანტური ქარიშხლები – ერთ–ერთის დიამეტრი 8000 კილომეტრი იყო. აღმოჩენილი იქნა რამდენიმე თანამგზავრი – მეფონა, პალენა, ანფა, დაფნისი და ეგეონი.

“კასინის” წყალობით ვიცით სატურნის რგოლების სიმკვრივე და მათი შემადგენლობა (ყინულის მტვერი და ქვები). რგოლების სისტემა შუალედებს მოიცავს, მათ შორის კასინის (4800 კილომეტრი), ენკე (320 კილომეტრი) და კილერა (სულ 40 კილომეტრი).

მაგრამ ყველაზე საოცარი არმოჩენები ტიტანს და სხვა თანამგზავრებს უკავშირდება: ენცელადას ყინულის ქერქის ქვეშ ოკეანეა დამალული, სადაც შეიძლება სიცოცხლის ჩანასახები იყოს. ფოტოებზე კი ჩანს ყინულის ნამცეცების შადრევნები და წყლის ორთქლი, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან ამოიფრქვევა.

2017 წლის 15 სექტემბერს “კასინი” სამყაროს გამოეთხოვა. მისი მისია შესრულებული, საწვავი ამოწურული იქნა. დედამიწიდან გაცემული ბრძანების საფუძველზე მოხდა მისი კონტროლირებადი დაცემა სატურნის ატმოსფეროს გავლით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*