არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნამარხი გიგანტური ვირთხები

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრებისას აღმოაჩინეს შვიდი სხვადასხვა სახეობის გიგანტური ვირთხების ნამარხები.

“ერთ–ერთის ზომა დაახლოებით ხუთ კილოგრამს აღწევს – მცირე ზომის ძაღლის წონას” განაცხადა დოქტორმა ჯულიენ ლუისმა, პარასკევს პრესასთან საუბრისას.

არქეოლოგებმა ეს ნამარხები სამხრეთ აზიაში, აღმოსავლეთ ტიმორში აღმოაჩინეს, როდესაც მუშაობდნენ უძველესი ადამიანის გადაადგილების პროექტზე. ეს ნამარხები დაახლოებით 44 000 წლის არის – იუწყება ვაშინგტონ პოსტი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 46 000 წლის წინ ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ ტიმორში, ნადირობდნენ და ჭამდნენ ამ გიგანტურ ვირთხებს.

“სასაცილო ის არის, რომ ადამიანები და ვირთხები ერთად თანაარსებობდნენ ათასობით წლის წინ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გადაშენდნენ მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ტიმორში შეიქმნა ლითონის იარაღები. ადამიანებმა გაჩეხეს ტყეების დიდი მასივები” – ნათქვამია ლუისის განცხადებაში.

AH1P2402

ჯულიენ ლუისი

მათი გადაშენების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა საცხოვრებელი ჰაბიტატის დაწვა ყოფილიყო – დაამატა ლუისმა ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიასთან ინტერვიუში.

“მათზე ნადირობა ჩვეულებრივი, ტრადიციული იარაღებით არ ხდებოდა”, განაცხადა ლუისმა. “მათი გადაშენების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ტყეების მასიური ჩეხვა იყო. დღეისთვის მსგავსი რამ პაპუა ახალ გვინეაში და ინდონეზიაშიც ხდება, როდესაც მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, რამაც შესაძლოა მრავალი სახეობის გადაშენება გამოიწვიოს”.

huffingtonpost.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*