არქტიკაში ადამიანები 45 ათასი წლის წინ მოვიდნენ

მამონტ ჟენის ნაშთები პალეონტოლოგებს დაეხმარა იმის გარკვევაში, რომ ადამიანები არქტიკაში 45 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ – 10 ათასი წლით ადრე, როგორც აქამდე ითვლებოდა.

მამონტ ჟენის აღმოჩენა 2012 წელს მოხდა ტაიმირში. ირმების მწყემსის 10 წლის შვილმა ნადირობის დროს აღმოაჩინა მამონტი, რომელსაც ბავშვის სახელი – ჟენი დაარქვეს. მალე აქ პალეონტოლოგები მოვიდნენ, წინასწარი შესწავლით მისი ასაკი 35 000 წლით განსაზღვრეს.

მამონტი საკმაოდ კარგად იყო შემონახული – ამოიღეს მუმიის ძირითადი ნაწილი ფეხებით, თავის ქალით, ქვედა ყბით, მარჯვენა ყურით, თვალების ბუდეებით, სასქესო ორგანოც კი. სხეულის სიგრძე – 2,9 მეტრია, სიმაღლე 1,2 მეტრი. ადგილმდებარეობის მიუხედავად იგი 38 ათასი წლის წინ ცხოვრობდა და 13–16 წლის ასაკში მოკვდა.

მაგრამ, რადიოაქტიური ნახშირბადის ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მამონტი 45 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ იგი ადამიანის მიერ მიყენებული ჭრილობებით მოკვდა: მის სხეულზე აღმოაჩინეს ჭრილობები და შუბის ნაკვალევი, ძვლებზე კი ნაჭდევები.

მიღებულმა ახალმა შედეგებმა პალეონტოლოგებს მისცა იმის დადგენის საშუალება, რომ პოლარული წრის ტუნდრაში ადამიანი 45 ათასი წლის წინ უკვე ცხოვრობდა.

National Geographic-ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*