არქტიკის ხუთი ცხოველი, რომელიც შეიძლება დავკარგოთ

დღეს არქტიკა მსოფლიოს ფაქიზი რეგიონებიდან ერთერთია. ნავთობის მოპოვების გამო ზოგიერთი ცხოველი შეიძლება საერთოდ გაქრეს.

არქტიკა ის იშვიათი ადგილია დედამიწაზე, სადაც ბუნება თითქმის პირველყოფილი სახით არის შენარჩუნებული. აქ ბინადრობენ თეთრი დათვები, ჩრდილოეთის ირმები, ლომვეშაპები, სელაპები, ვეშაპები. ამასთან, არქტიკა ძალიან ფაქიზი ადგილიცაა. ყინულის დნობა, ბრაკონიერობა და რაც მთავარია, ნავთობის მოპოვება შეიძლება გახდეს ზოგიერთი ისეთი ჯიშის განადგურების, რომელიც მხოლოდ აქ ბინადრობს.

1. ატლანტიკური ლომვეშაპი

ეს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ბინადარია. მისი ცნობა ადვილია ორი მძლავრი ეშვით, რომლის სიგრძე 80 სმ–ს აღწევს. წყლიდან ამოსასვლელად ლომვეშაპი ამ ეშვებით ყინულს ეყრდნობა. კიდურები იმდენად მოქნილი აქვს, რომ უკანა ლასტების ბრჭყალებით კისრის მოფხანა შეუძლია. ნერვული დაბოლოებების სიმრავლე შეუცვლელი იარაღია მოლუსკებზე ნადირობის დროს. ლომვეშაპი მათ შეხებით პოულობს.

ლომვეშაპების ყველაზე დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა. სიცოცხლის ციკლი მჭიდროდ დაკავშირებულია ყინულთან. მას ისინი დასვენების და გამრავლების საყრდენ პლატფორმად იყენებენ. მეორე საფრთხე დაბინძურებული გარემოა.

დღესდღეობით მსოფლიოს ვერცერთი კომპანია ვერ უზრუნველყოფს ნავთობის დაღვრის შედეგების ლიკვიდაციას. ნაპირზე გამოტანილი ნავთობი იქ რჩება ათწლეულების მანძილზე. მძიმე ნარჩენები ილექება ფსკერზე. სწორედ აქ პოულობს ლომვეშაპი საკვებ უხერხემლოებს.dsc_0904_1427451437

2. თეთრი თოლია

ეს ერთადერთი აბსოლუტურად თეთრი შეფერილობის ფრინველია არქტიკაში.

თოლიები ბუდობენ კოლონიებად გორაკებზე ან კლდეებზე. ასევე, შეუძლიათ ბუდეების აშენება ადამიანის საცხოვრებლის გვერდით. ასეთ ბუდეებს ხშირად ძაღლები ანადგურებენ.

თეთრი თოლია იკვებება თევზით და უხერხემლო ცხოველებით. ხშირად ისინი თეთრ დათვებს დაყვებიან და მათი ნანადირევის ნარჩენებს ჭამენ.

ბოლო ათწლეულში თოლიების რიცხვი შემცირდა. ამის მიზეზად მეცნიერები არქტიკაში დათბობას ასახელებენ. ასევე მათზე მოქმედებს გარემოს ქიმიური დაბინძურება. მათ კვერცხებში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი. ნავთობის ჩაღვრა კი, მათ მასობრივ განადგურებას იწვევს.web_34551_1427451606

3. ნარვალი

ნარვალი, იგივე მარტორქა – ზღვის უნიკალური ძუძუმწოვარია, რომელიც მხოლოდ არქტიკაში ბინადრობს. შპიცბერგენზე მათ განსაკუთრებულად იცავენ. კბილებიანი ვეშაპების ამ წარმომადგენელს მხოლოდ ორი კბილი აქვს. ერთი მამრებს ეზრდებათ სპირალურად დახვეულ ეშვად, რომლის სიგრძე 3 მ წონა კი 10 კგ–ია. გვხვდებიან ორ ეშვიანი ნარვალებიც.

შუასაუკუნეებში ევროპაში შემოტანილმა იშვიათმა ეშვებმა წარმოშვა მითი მარტორქაზე. ეშვის დანიშნულება ცნობილი არ არის. ის შეიძლება იყოს ერთგვარი “სასიგნალო ანტენა”, სატურნირო იარაღი ან სქელი ყინულის ჩასატეხი საშუალება.

ნარვალები ძალიან მგრძნობიარეები არიან წყალქვეშა ხმაურზე. გემების მიმოსვლა, საამშენებლო სამუშაოები და ნავთობის მოპოვება მათზე უარყობითად მოქმედებს.

ნავთობპროდუქტები აღიზიანებენ კანს, თვალებს და აქვეითებენ ცურვის უნარს. ასევე ზიანდება მათი ცხიმის ფენა, ის ვეღარ აკავებს სითბოს და წყალს, ამიტომ ირღვევა ცხოველის თერმორეგულაცია.

Le-Narval-la-licorne-des-mers

4. გრენლანდიური ვეშაპი

ეს ცხოველი უკვე გადაშენებულად ითვლებოდა, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია რამდენიმე ასეულის არსებობა. დაბალი რეპროდუქციული უნარი არ აძლევს ამ ცხოველებს სწრაფი გამრავლების საშუალებას.

გრენლანდიური ვეშაპის ასაკი რთული დასადგენია. ითვლება, რომ მათ შეუძლიათ 300 წლამდე იცოცხლონ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ არქტიკის წყლებში ბინადრობს ნაპოლეონის დროს დაბადებული ვეშაპი.

ამ სახეობას იცავენ, მაგრამ არ არის გამორიცხული მათი მოხვედრა სათევზო ბადეებში. ნავთობის ნარჩენები კი ანადგურებენ ვეშაპების საკვებს პლანქტონს. ნავთობის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სისხლდენას კუჭ–ნაწლავში, ღვიძლის ინტოკსიკაციას, თირკმლის უკმარისობას, სისხლის წნევის დარღვევას. ნავთობის ანაორთქლები აზიანებს სასუნთქ გზებს.

web_279149_1427451774

5. თეთრი დათვი

თეთრი დათვი ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებელია. საშუალოდ მოზრდილი დათვის მასა 400–500 კგ–ია. მაგრამ ცნობილია შემთხვევები, როცა ცხოველის წონა 750 კგ. ყოფილა. ამასთან ახალშობილი ბელი მხოლოდ ნახევარ კილოგრამს იწონის.

ამჟამად მეცნიერები ითვლიან 20–25 ათას თეთრ დათვს, ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მათი რიცხვი ორი მესამედით შემცირდება.

თეთრი დათვების საცხოვრებელ პირობებს აუარესებს კლიმატის ცვლილება, ბრაკონიერობა და ნავთობის მოპოვება, რომელიც წყალს აბინძურებს. დაბინძურებული წყალი იწვევს დათვების მოწამვლას პესტიციდებით და მეტაბოლიტებით.

h79_1427451841

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*