არქტიკული თავგადასავალი – რუალ ამუნდსენი

საუკუნის წინ ბრიტანელი მკვლევარი რობერტ სკოტი დამარცხდა, ნორვეგიელმა რუან ამუნდსენმა კი სამხრეთ პოლუსისთვის ბრძოლა მოიგო. რატომ გაიმარჯვა სწორედ ამუნდსენმა?

Nlc_amundsen

რუალ ამუნდსენი

„ხედვა სუსტია. სამხრეთის საშინელი ქარი. –520° ცელსიუსით. ძაღლებს უჭირთ სიცივის გადატანა. ადამიანები მძიმედ გადაადგილდებიან გაყინულ ტანსაცმელში. ძალების აღდგენა ჭირს – ღამეს ყინვის ქვეშ ვატარებთ. ამინდი ალბათ არ გაუმჯობესდება“.

ეს მოკლე ჩანაწერი ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა თავის დღიურში 1911 წლის 12 სექტემბერს გააკეთა. ექსპედიცია სამხრეთ პოლუსისკენ მიდიოდა.

„იმ დროისთვის, ჯერ კიდევ დაუპყრობელი სამხრეთ პოლუსი ყველა პირველაღმომჩენის სანუკვარი ოცნება იყო. მისთვის ბრძოლა კი სიმკაცრით, კოსმოსის ათვისებისთვის ბრძოლას აჭარბებდა“.

პირობები ანტარქტიდისთვისაც კი ძალიან მკაცრი იყო. ბუნებრივია – ნორვეგიელები ძალიან ადრე, პოლარული გაზაფხულის დადგომამდე დაიძრნენ თავიანთი ბაზიდან. შემდეგ ძაღლები დაიხოცნენ. მათ გარეშე ლაშქრობა შეუძლებელი იყო. ადამიანებმა კიდურები მოიყინეს და ძალების აღდგენას თვეზე ადრე ვერ შეძლებდნენ. რამ აიძულა ამუნდსენი, გამოცდილი და გონიერი მოგზაური, რომელსაც შესანიშნავი პოლარული კარიერა ჰქონდა, ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაედგა?

ოცნების ტყვეობაში

რუალ ანგელბრეგტ გრავნინგ ამუნდსენი 1872 წელს გემთმფლობელის და მეზღვაურის შეძლებულ ოჯახში დაიბადა. უკვე 25 წლის, მონაწილეობდა ანტარქტიკულ ექსპედიციაში გემ „ბელჟიკის“ კაპიტნის თანაშემწის რანგში. როდესაც გემი ყინულებში გაიჭედა, ეკიპაჟმა უნებლიედ პირველებმა გამოიზამთრეს ანტარქტიდაში.Amundsen-in-ice

მეზღვაურები მზად არ იყვნენ ასეთი მოვლენებისთვის. ისინი ამუნდსენის და ექიმ ფედერიკ კუკის ძალისხმევით გადარჩნენ.

ამუნდსენი აწარმოებდა დღიურს. „კარვები მოსახურებელი ფორმის და ზომისაა, მაგრამ არ არის მყარი ძლიერი ქარის დროს“. წერდა 1898 წელს. ამის შემდეგ წლების განმავლობაში ის წერდა ექსპედიციის აღჭურვილობას. იძულებითმა გამოზამთრებამ კი ის უფრო გააკაჟა, თავის ოცნების ასრულებისთვის.

ეს ოცნება ბავშვობაში ჩაისახა, როცა მან წაიკითხა, როგორ დაიღუპა ჯონ ფრანკლინის ექსპედიცია ატლანტის ოკეანიდან, ჩრდილო–დასავლეთ გასასვლელის დროს. მრავალი წელი ეს ისტორია ნორვეგიელს მოსვენებას არ აძლევდა. ზღვაოსნის პროფესიასთან ერთად, მან დაგეგმა არქტიკული ექსპედიცია.

1903 წელს, ბოლოს და ბოლოს ამუნდსენი 6 კაცით ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება პატარა სარეწი გემით „იოა“. (ფრანკლინს 129 ადამიანი ჰყავდა).

ექსპედიციის მიზანი, გრენლანდიიდან ალასკამდე, ჩრდილო–დასავლეთგასასვლელის მოძებნა იყო. აგრეთვე უნდა გაერკვია, ჩრდილოეთ პოლუსის მიმდინარე კოორდინატები (დროდადრო ისინი იცვლება).

„იოა“–ს გუნდი სამი ზამთარი მუშაობდა არქტიკაში და საბოლოოდ მოახერხეს გემის გაყვანა კანადის არქტიკული არქიპელაგიდან ბოფორტის ზღვამდე, შემდეგ კი ბერინგის ზღვამდე. მანამდე ეს ვერავინ მოახერხა. „იმ დროს ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. გულში უცნაური გრძნობა მქონდა: ვიყავი გათანგული, ძალაგამოცლილი, მაგრამ სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი“. – წერდა ამუნდსენი 1905 წლის 26 აგვისტოს.

მასწავლე მე, აბორიგენო

ძალები ნორვეგიელმა მალე აღიდგინა. „იოა“–ზე მოგზაურობისას იგი აკვირდებოდა ესკიმოსების ცხოვრებას და მათგან არქტიკაში გადარჩენის საიდუმლოებას სწავლობდა. „არის ასეთი ხუმრობა, რომ ნორვეგიელები თხილამურებით იბადებიან, მაგრამ თხილამურების გარდა არის უამრავი საჭირო ცოდნა და უნარი“. – წერს პოლარული ისტორიკოსი, ჰარალდ იოლე. ამიტომ არა მარტო ამუნდსენი, არამედ სხვა ევროპელი მოგზაურებიც ბევრს სწავლობდნენ აბორიგენებისგან. კიდევ ერთი ნორვეგიელი, რუალ ამუნდსენის უფროსი მეგობარი, დიდი პოლარული მკვლევარი ფრიდიოფ ნანსენი სწავლობდა საამებისგან (ნორვეგიის ჩრდილოეთის აბორიგენები) სწორედ ჩაცმას, თოვლის უდაბნოში გადაადგილებას და ყინვაში საკვების მოპოვებას.

ამუნდსენმა იცოდა, მკაცრ გარემოში მოგზაურობა: საჭიროა ჩრდილოეთის ირმის ბეწვისგან შეკერილი თავისუფალი ტანსაცმელი, ბეწვის ფეხსაცმელი, ძაღლებიანი მარხილები, სათოვლე ლანჩები, ასევე ისწავლა ესკიმოსების საცხოვრებლების – ყინულის გამოქვაბულების და იგლუს აშენება. მოგზაურმა ამის ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება იცოდა. ის მზად იყო ჩრდილოეთ პოლუსის დასაპყრობად. მაგრამ უეცრად ის მკვეთრად შემოტრიალდა, უკიდურესი სამხრეთისკენ.

დღიურში ამუნდსენმა ჩაწერა: „ჯიუტად გზის გაგრძელება ადამიანების და ცხოველების სიცოცხლის რისკის ფასად – ამის დაშვება მე არ შემიძლია. პარტიის მოსაგებად საჭიროა გონებით მოქმედება“.

ალბათ მიზეზი ამუნდსენის ყურამდე მისული ცნობა იყო: ჩრდილოეთ პოლუსთან უკვე მოასწრო მისვლა რობერტ პირმა. პირი იყო თუ არა იქ ნამდვილად, დაუდგენელია დღესაც. ამუნდსენს კი ყველგან პირველობა სურდა.

ამ დროისთვის დაუპყრობელი სამხრეთ პოლუსი ყველა მოგზაურის სანუკვარი ოცნება იყო. მისთვის ბრძოლა კი სიმძლავრით კოსმოსისთვის ბრძოლას აჭარბებდა. რუალ ამუნდსენი ოცნებობდა, რომ სამხრეთ პოლუსის დაპყრობა მას არა მარტო დიდებას, არამედ მომავალი ექსპედიციებისთვის ფულსაც მოუტანდა.

რამდენიმე თვAan_de_Zuidpool_-_p1913-160ე ამუნდსენი და მისი გუნდი გულმოდგინედ იძენდნენ ყველა აუცილებელ საგანს. გათვალეს ყველა წვრილმანი, მკაცრად არჩევდნენ პროდუქტებს, ტანსაცმელს, აღჭურვილობას. 1911 წლის იანვარში 38 წლის გამოცდილმა, მამაცმა პოლარულმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა ანტარქტიდის ყურეში, უელსში საბაზო ბანაკი გახსნა. მართალია ეს სრულიად უცხო მიწა იყო, მაგრამ გარშემო ყველაფერი – თოვლი, ყინვა მისთვის ნაცნობი სტიქია იყო და უეცრად მისი მოულოდნელი ფალსტარტი სექტემბერში, რამაც ექსპედიცია საფრთხის წინაშე დააყენა.

ამუნდსენი სკოტის წინააღმდეგ

მიზეზი მარტივი იყო: ერთდროულად ბრიტანელების ექსპედიცია კაპიტან რობერტ ფალკონ სკოტის ხელმძღვანელობით, სამხრეთ პოლუსისკენ მიემართებოდა. დღეს ცნობილია, რომ ერთს ბრწყინვალე გამარჯვება ელოდა, მეორეს კი მარცხი და ტრაგიკული სიკვდილი. რამ განსაზღვრა ამ ბრძოლის ბედი?

იქნებ სკოტი პირველი იყოს?  – ეს აზრი ამუნდსენს წინ უბიძგებდა, მაგრამ ნორვეგიელი ვერ იქნებოდა პირველი, თუ პატივმოყვარეობას არ დაემტერებოდა წინდახედულება. დროზე ადრე, 1911 წლის სექტემბერში დაწყებული ლაშქრობისას, ოთხი დღის შემდეგ მან ადეკვატური დასკვნა გააკეთა: უკან დაბრუნებულიყო და დალოდებოდა ნამდვილ გაზაფხულს.

Scott_of_the_Antarctic_crop

რობერტ ფალკონ სკოტი

დღიურში ამუნდსენმა ჩაწერა: „ჯიუტად გზის გაგრძელება ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის რისკის ფასად – ამის დაშვება მე არ შემიძლია. პარტიის მოსაგებად საჭიროა გონებით მოქმედება“. ბაზა „ფრანხეიმზე“ (დაერქვა მის გემის „ფრამ“–ის პატივსაცემად . ნორვეგიულად ნიშნავს „წინ“) დაბრუნების შემდეგ ამუნდსენი ისე ჩქარობდა, რომ ორმა მონაწილემ ბაზას ერთი დღის შემდეგ მიაღწია. „ეს ექსპედიცია კი არა პანიკაა“ – უთხრა მას ყველაზე გამოცდილმა პოლარულმა მკვლევარმა იალმარ იოჰანსენმა.

ამუნდსენმა იოჰანსენი ახალ ჯგუფში აღარ აიყვანა. ისინი ბაზიდან 20 ოქტომბერს გავიდნენ. ამუნდსენი და მისი ოთხი თანამგზავრი თხილამურებით ოთხ დატვირთულ მარხილს მიუყვებოდნენ. 400 კგ–იან თითოეულ მარხილს 13 ძაღლი ეწეოდა. მათ 1300 კმ. უნდა გაევლოთ საშინელ ყინულოვან ნაპრალებში, გადაელახათ უფსკრულები და დედოფალ მოდის ყინულოვანი მთა. შემდეგ უნდა დაელაშქრათ პოლარული პლატო. ყოველ წუთს ამინდი სახიფათო სიურპრიზებს ამზადებდა.

მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. „და აი, ჩვენ მივედით“ – ჩაწერა ამუნდსენმა 1911 წლის 14 დეკემბერს. ზუსტად დათქმულ დროს.

„პოლჰეიმიდან“ (ასე დაარქვეს ბანაკს სამხრეთ პოლუსზე) გამომგზავრებისას ამუნდსენმა მოკლე წერილი დაუტოვა ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII–ს და „რამდენიმე სიტყვა სკოტს, რომელიც ჩვენს შემდეგ ალბათ პირველი მოაღწევს აქამდე“. ეს წერილი იმის დასტური იყო, რომ თუ ექსპედიცია უკან ვერ დაბრუნდებოდა, ამუნდსენის და მისი გუნდის მიღწევას მთელი მსოფლიო გაიგებდა.

სკოტმა ეს წერილი ზუსტად ერთი თვის შემდეგ ნახა, როცა მან სამხრეთ პოლუსს მიაღწია. მან კეთილშობილურად შეინახა ეს წერილი, მაგრამ პირადად მისი გადაცემა ვერ მოახერხა. მთელი მისი ხუთ კაციანი ჯგუფი, დაბრუნებისას გზაში დაიღუპა. წერილი სამაშველო ჯგუფმა იპოვა სკოტის გვამთან ერთად, ერთი წლის შემდეგ.

ძნელია შევადაროთ ერთმანეთს ამუნდსენის „საქმიანი ოპერაცია“ და სკოტის „პირველი კლასის ტრაგედია“.

ინგლისელების გუნდის ერთმა წევრმა, კიდურების მოყინვის შემდეგ, სხვებისგან უჩუმრად სასიკვდილო ქარიშხალში გაეშურა, რათა მეგობრებს მისი ტარება არ მოსწეოდათ. მეორემ, რომელსაც ძალები სრულიად გამოცლილი ჰქონდა, სამთო ნიმუშები არ გადაყარა. სკოტს და მის ბოლო ორ მეგობარს კი სულ რაღაც 17 კმ. აშორებდათ პროდ43Amundsen_293044kუქტების საწყობამდე.

და მაინც, ამ ტრაგედიის მიზეზების გასაგებად უნდა შევადაროთ ეს ორი ექსპედიცია: ამუნდსენმა წამოიყვანა ძაღლები, სკოტმა – პონები და მოტოციგები. ამუნდსენი და მისი მეგობრები თხილამურებით გადაადგილდებოდნენ, ისინი პირველი კლასის მოთხილამურეები იყვნენ. ინგლისელები ამით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამუნდსენმა სამჯერ მეტი რაოდენობის პროდუქტი მოიმარაგა, ვიდრე სკოტმა. სკოტი იტანჯებოდა შიმშილით და ცინგით. ნორვეგიელების კარგ მომზადებაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ უკან დაბრუნებისას ისინი ზედმეტ პროდუქტს გზაში ტოვებდნენ. 1912 წლის 26 იანვარს ნორვეგიული ჯგუფი ტრიუმფალურად დაბრუნდა ბაზაზე. ინგლისელები ამ თარიღიდან კიდევ ორი თვე ბრუნდებოდა უკან. ამინდი ამ დროში კი საშინლად აუტანელი გახდა.

მთავარი განსხვავება სკოტსა და ამუნდსენს შორის არა ორგანიზების დეტალებშია, არამედ ექსპედიციის აღჭურვისადმი მიდგომაში. პირველ შემთხვევაში სამოყვარულო, მეორეში – პროფესიონალური.

თუკი ნორვეგიელი მიდის ლაშქრობაში, მან უნდა ყველაფერი გაითვალისწინოს იმისთვის, რომ უკან უვნებელი და ცოცხალი დაბრუნდეს. ბრიტანელებისთვის კი საქმე ეხებოდა ბრძოლას, გმირობას და წინააღმდეგობის გადალახვას. ისინი ფსონს პროფესიონალიზმზე კი არ დებდნენ, არამედ სულის სიმტკიცეზე. დღეს ასეთ მიდგომას უპასუხისმგებლოს დაარქმევდნენ. „თუ როგორ ემზადებოდა ამუნდსენი ექსპედიციისთვის ჩემთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. ის ყოველთვის მზად იყო სხვებისგან ესწავლა, მკაფიოდ განესაზღვრა პრობლემა და გადაეწყვიტა იგი“. – წერს ნორვეგიელი მკვლევარი ბორგე ოუსლანდი, რომელმაც პირველმა სრულიად მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა.

ცხოვრება არქტიკაში

გამარჯვების შემდეგ, ამუნდსენს დიდებით დატკბობა არც უფიქრია. 1918 წლის ივლისში იგი არქტიკაში დაბრუნდა ნანსენისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად. გემ „მოდზე“ მან დაიწყო მცურავი ყინულების მოძრაობის შესწავლა.

„არც წიგნებს, არც ლექციებს პოლარული მკვლევარებისთვის არ მოუტანიათ მატერიალური კეთილდღეობა. წაეჩხუბა მეგობრებს. მაგრამ, როგორც კი მისი მეგობარი ნობილე არქტიკაში დაიკარგა, მან ქორწილი გადადო, დაარწმუნა მეგობრები რომ ფული მიეცათ სამაშველო თვითმფრინავის დასაქირავებლად და არქტიკაში გაეშურა. ნობილეს ჯგუფი მაშინ საბჭოთა მეზღვაურებმა გადაარჩინეს. თვითონ ამუნდსენი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა“.

Polarskipet_Maud

გემი “მოდი”

ამუნდსენი ახალი აღმოჩენებისთვის ილტვოდა. მას რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა ჩრდილოეთ პოლუსზე გადასაფრენად. მხოლოდ 1926 წელს დირიჟაბლმა „ნორვეგია“ (მფრინავი იტალიელი უმბერტო ნობილე, მეთაური – ამუნდსენი) პირველად ისტორიაში გადაკვეთა არქტიკის ცა.

ფინანსურად ამუნდსენი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი ქარიზმატული თანამემამულე და მასწავლებელი ნანსენი: „არც წიგნებს, არც ლექციებს არ მოუტანიათ მისთვის მოსალოდნელი მატერიალური კეთილდღეობა. უფულობით გაბოროტებული, წაეჩხუბა მეგობრებს, მათ შორის ნობილესაც. მაგრამ, როცა 1928 წლის მაისში ნობილეს დირიჟაბლი დაიკარგა არქტიკის თავზე, ამუნდსენმა, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა, მეგობრები დაარწმუნა ფული მისთვის მიეცათ სამაშველო თვითმფრინავისთვის. იგი არქტიკაში გაემგზავრა, სადაც სამაშველო რაზმები მთელი მსოფლიოდან მიეშურებოდნენ. ნობილეს ჯგუფი მაშინ საბჭოთა მეზღვაურებმა გადაარჩინეს.

არქტიკაში არა დედამიწაზე მორიგი უცნობი წერტილის, არამედ თავისი მეგობრის და მოწინააღმდეგის ძებნისას უგზოუკვლოდ დაიკარგა სახელგანთქმული პირველაღმომჩენი რუალ ენგელ ბრეგტ გრავნინგ ამუნდსენი.

მომზადებულია National geographic-ის მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*