ასეთი მარსი ჯერ არავის უნახავს

მარკ ცუკერბერგმა და NASA-მ წარმოადგინა მარსის ზედაპირის ახალი 360 გრადუსიანი ფორმატის ვიდეო.

ვიდეო NASA-ს სპეციალისტებმა შექმნეს მარსმავალ Curiosity–ის მიერ გადაღებული ფოტოების სერიის შერწყმით. მუშაობის პროცესში აეროკოსმოსურმა სააგენტომ გამოიყენა Facebook–ის “ჯგუფი 360″–ის მიერ დამუსავებული ტექნოლოგიები.

მომხმარებელს შეუძლია ცვალოს ხედვის კუთხე, რაც წითელ პლანეტაზე ყოფნის შეგრძნებას მაქსიმალურს ხდის.

რევოლუციური ვიდეო Facebook–ის შემქმნელის მარკ ცუკერბერგის გვერდზეა განთავსებული. “ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, თუ რა შეუძლია ვირტუალურ რეალობას და 360 გრადუსიანი ფორმატის ვიდეოს. ეს უბრალოდ შესანიშნავია” – დაწერა ცუკერბერგმა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*