ასეთი მზის სისტემა ჯერ არ გინახავთ: ვიდეო

NASA-ს ყოფილმა მკვლევარმა შექმნა ანიმაციის სერია, რომელიც გვიჩვენებს ორბიტების ტრაექტორიას და პლანეტების უნიკალურ მოძრაობას, რომლებიც ყველა თავისი სიჩქარით ბრუნავს.

მზის სისტემის უმეტესი მოდელები მთლად ზუსტი არ არის. არ არსებობს მზის სიტემის ზუსტი მასშტაბური გამოსახულება – მასზე მზე წერტილად გამოჩნდებოდა, პლანეტები კი საერთოდ არ გამოჩნდებოდნენ.

ჯეიმს ოდონოჰიუ სწორედ ამ პრობლემას შეეჯახა. ის ამჟამად იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში მუშაობს. მან შექმნა ანიმაციების სერია, რომლებიც მზის სისტემის ზუსტი გამოსახულების სირთულეს იკვლევს.

ამ ვიდეოზე ოდონოჰიუმ მზის ფაქტიური ზომა არ აჩვენა, რადგან პლანეტებთან შედარებით ის იმდენად დიდია, რომ ეკრანზე დომინანტი იქნება.

მეცნიერის მიზანია გვიჩვენოს ორბიტების ტრაექტორია და პლანეტების უნიკალური მოძრაობა. თითოეული მათგანი თავისი სიჩქარით ბრუნავს. ეკრანზე 1 წამი დედამიწის 6 თვეს უდრის.

შემდეგი ანიმაცია პლანეტების მასშტაბის და ბრუნვის სიჩქარის გაგებაში გვეხმარება.

ამ ვიდეოზე ოდონოჰიუ მზის სიტემის ზომების შეფასებას ახდენს. ვიდეორგოლის ბოლოს მეცნიერი ყველა პლანეტას და მზეს 1000-ჯერ ადიდებს, რათა ისინი შესამჩნევი იყოს, შემდეგ ვარსკვლავს კუმშავს და პლანეტების ზომას ზრდის 3500-ჯერ.

“ყოველთვის უნდა წახვიდე კომპრომისზე, რადგანაც კოსმოსი ასე წარმოუდგენლად უზარმაზარია” – ამბობს ოდონოჰიუ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*