ასეთი სატურნი ჯერ არ გინახავთ: ფერადი ფოტო

ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა Cassini-მ სატურნის ზედაპირის ახალი ფოტო გადაიღო. ის კარდინალურად განსხვავდება სხვა ყველა ფოტოსგან.

სატურნის ყველა ფოტო ერთგავროვნად შავ–თეთრია. მაგრამ ახლა NASA-ს სპეციალისტებმა მისი ინფრაწითელი სინათლით გადაღებული გამოსახულება გამოაქვეყნეს. ის Cassini–ს საბორტო კამერით არის გადაღებული.

ფოტო 20 ივლისს არის შესრულებული ფართოკუთხიანი კამერით, რომელსაც შეუძლია ინფრაწიტელი გამოსხივების 750,727 და 619 ნმ. სიგრძის ტალღები დააფიქსიროს.

ამის წყალობით სატურნი კაშკაშა ფერებით აკიაფდა და წარმოაჩინა, თუ როგორ შთანთქავს და ფანტავს მისი ატმოსფერო მზის სინათლეს. სატურნის ატმოსფეროს 96,3% წყალბადი და 3,25% ჰელიუმი შეადგენენ. მცირე მინარევებია მეთანის, ამიაკის, ფოსფინის, ეთანის და ზოგიერთი სხვა გაზების.

203e7c654325b18537c042e274573a1a

Leave a comment

Your email address will not be published.


*