ატმოსფეროში CO2–ის შემცველობამ კრიტიკულ დონეს მიაღწია

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობის ყოველწლიური ანალიზის შედეგები. მდგომარეობა შემაშფოთებელია.

დაკვირვების განმავლობაში პირველად 2015 წელს ნახშიროჟანგის შემცველობამ ატმოსფეროში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია – მილიონში 400 ნაწილს. მანამ, სანამ, მრეწველობა ეკოლოგიაზე ზეგავლენას აქტიურად მიაღწევდა, მისი რაოდენობა არ აღემატებოდა 250 ნაწილს მილიონში. მაჩვენებელი 400 და მეტი მილიონში დამახასიათებელი იყო დედამიწის ატმოსფეროსთვის 3–დან 5 მილიონი წლის წინ. დღევანდელი მდგომარეობის მიზეზი ორია: ანთროპოლოგენურმა გავლენამ გააძლიერა კლიმატური ფენომენი ელ–ნინიო.

1990–დან 2015 წლამდე მოხდა ნახშიროჟანგის კონცენტრაციის 37%–ით გაზრდა: ატმოსფეროში დაგროვდა გამძლე სითბური გაზები: ნახშირბადის ორჟანგი, მეთანი და აზოტის ოქსიდი (N2O). შემდეგ, ელ–ნინიომ – ტემპერატურულმა ანომალიამ, რომელიც წყნარ ოკეანეში წარმოიქმნება – წყალდიდობების და გვალვების რეკორდული რაოდენობა გამოიწვია პლანეტის სხვადასხვა ნაწილებში. თავის მხრივ, ტყეების ხანძრების გახშირებამ გამოიწვია სითბური გაზების კონცენტრაციის გაზრდა, ხოლო ტროპიკული ტყეები სულ უფრო ცოტა ნახშირბადის დიოქსიდს შთანთქავს ატმოსფეროდან.

მეცნიერები შემაშფოთებელ ტენდენციას აფიქსირებენ: მათი აზრით, ატმოსფეროში CO2–ის შემადგენლობა 400–დან მილიონში არა მარტო არ დაიკლებს 2016 წლის განმავლობაში, არამედ შესაძლოა ეს პროცესი ადამიანის მრავალი თაობის სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდეს.

d383a6c06422710d419cff2486491716

Leave a comment

Your email address will not be published.


*