აფრიკაში ბავშვის უძველესი სამარხი აღმოჩენილია კენიაში

სამარხი იმ რიტუალებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თანამედროვე ადამიანის წინაპრები ატარებდნენ.

კენიაში 78 000 წლის წინ მცხოვრები ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს. ეს აფრიკაში უძველესი სამარხია. 2,5-3 წლის პატარას სახელად მტოტო (Mtoto) შეარქვეს, რაც სუაჰილის ენაზე “ბავშვს” ნიშნავს. ის ემბრიონის პოზაშია დამარხული. სქესი ჯერჯერობით დაუდგენელია.

გამოქვაბულში Panga ya Saidi-ში გათხრები 2010 წლიდან ტარდება. აქ უძველესი ადამიანების არსებობის უამრავი კვალია აღმოჩენილი, მაგრამ უმეტესად არტეფაქტებია ნაპოვნი.

შეხვეული სხეული 2013 წელს შეამჩნიეს, მაგრამ მისი ამოღება 4 წელი ვერ მოხერხდა. ძვლები ძალიან მყიფე იყო, ამიტომ არქეოლოგებს მთლიანი მიწის მონაკვეთის ამოღება მოუწიათ. თავდაპირველად ნეშტი ნაირობის ეროვნულ მუზეუმში გაიგზავნა, შემდეგ კი ბურგოსის ადამიანის ევოლუციის კვლევის ეროვნულ ცენტრში გადაიტანეს. ახლა კი მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

მტოტოს ისეთი ფიზიკური მახასიათებლები აქვს, როგორიც თანამედროვე Homo sapiens-ს გააჩნია, მაგრამ ზოგიერთ არქაულ ნიშანს ინარჩუნებს, რაც უძველეს აფრიკელ წინაპრებთან მჭიდრო გენეტიკურ კავშირზე მეტყველებს.

ჯერ კიდევ ნაირობიში სკანირებამ აჩვენა, კარგად შემონახული ხერხემალი და ორი კბილი. შემდეგ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ათეული კბილი, გულის ფიცარი და სხვა ძვლები გამოავლინა. როგორც ისინი არიან განლაგებული იმაზე მეტყველებს, რომ დამარხვის შემდეგ სხეული ხელუხლებლად შემოინახა. ეს იმის უტყუარი საბუთია, რომ ძველი ჰომინიდები უკვე დაკრძალვის რიტუალებს ატარებდნენ. აფრიკაში ეს ყველაზე ძველი სამარხია, მაგრამ ევრაზიაში ცნობილია 120 000 წლის წინანდელი ადამიანების და ნეანდერტალელების სამარხები.

ახალი აღმოჩენა ხელს შეუწყობს უძველესი დროიდან დასაკრძალავი რიტუალების და ცერემონიების წარმოშობის და ევოლუციის შესწავლას.

af3ff103c9cd472eaa74be0b0bb724eb.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*