აფრიკაში ტურისტებმა ბრაკონიერებისგან ლომი გადაარჩინეს

სამხრეთ აფრიკის ნაციონალური პარკის კრუგერის დამთვალიერებლებმა ხაფანგში გაბმული ლომი იპოვეს. მათ სპეციალისტები გამოიძახეს და ცხოველი გადაარჩინეს.

იანვრის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ აფრიკულ პარკში, ტურისტებმა შენიშნეს ლომი, რომელიც ხაფანგში იყო გაბმული. მტაცებელი უკვე რამდენიმე ხნის დაჭერილი იყო. ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. დაჭრილ მხეცთან მიახლოება მათ ვერ გაბედეს და ამ საშიშ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: მათ ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსეს და პარკის ადმინისტრაციის ყურადღება მიიქციეს.24eccbd21e7a0cb820c8e319f47ce83c

ადგილზე მოსულმა რეინჯერებმა ლომი გაათავისუფლეს, ვეტერინარებმა კი განაცხადეს, რომ ჭრილობების მიუხედავად, სიტუაცია არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა. ცხოველი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ნაციონალური პარკის წარმომადგენლებმა ტურისტებს მადლობა გადაუხადეს ლომის გადარჩენისთვის.

ბრაკონიერები დაცულ ტერიტორიებზე ლომებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ იარაღს, ხაფანგებს და მოწამლულ სატყუარებს იყენებენ. ეკოლოგების გამოთვლებით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, აფრიკაში ლომების რიცხვი შეიძლება ორჯერ შემცირდეს. დღეისთვის მათი რაოდენობა 20 000–ს არ აღემატება.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*