აღდგენილია 3000 წლის მუმიის ხმა

მეცნიერებმა ნესიამუნის ხმა აღადგინეს.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ძველეგვიპტელ ქურუმს ნესიამუნს ხმა დაუბრუნეს. ის რამზეს XI-ის დროს ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს გარდაცვალა. მისი სხეული კარნაკის სატაძრო კომპლექსში აღმოაჩინეს. დღეს ის ლიდსის მუზეუმში ინახება. ეს დედ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველეგვიპტური არტეფაქტია.

მეორე მსოფლიო ომის დროს სარკოფაგი და მუმია სასწაულით გადაურჩნენ დაბომბვებს, რომლებმაც მუზეუმის კოლექციის დიდი ნაწილი გაანადგურეს.

სარკოფაგი ორნამენტებით და წარწერებით არის დაფარული: მათ შორის არის “საიქიო ვედრება”: ქურუმი ღმერთმებს ევედრება, რომ მას ხმა დაუბრუნონ, რათა მან სიკვდილის შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მოუყვეს და საიქიოს ცხოვრების უფლება მოიპოვოს.

Voices From the Past-ის პროექტის ჩარჩოებში მომუშავე მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ნესიამუნს ამ სურვილის ასრულებაში დახმარებოდნენ.

მათ გამოიყენეს ბგერების რეკონსტრუქციის ტექნოლოგია. ეს მეთოდი უკვე დამუშავებული და გამოყენებულია წარმატებით: 2016 წელს იტალიელმა ექიმებმა ევროპაში უძველეს მუმიას ტიროლელ ეცის ხმა დაუბრუნეს. მაგრამ ძველეგვიპტელი ქურუმის შემთხვევაში ამოცანა უფრო რთული იყო: მისი სასა და ენა გაიხრწნა. მთლიანად მხოლოდ ხმოვანი ტრაქტის რბილი ქსოვილები შემოინახა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით, ინჟინრებმა მეტყველების ორგანოების სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს და ის 3D პრინტერზე დაბეჭდეს. ის ხელოვნურ ხორხს და დინამიკს მიუერთეს და ნიღებული ბგერა ჩაწერეს.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ჰოვარდი აღნიშნავს, რომ ეს მიახლოებითი შედეგია: ნესიამუნის ხმის ტრაქტის აგებულების ცოდნის გარეშე სიზუსტე შეუძლებელია. პროექტის ძირითადი მიზანი რეკონსტრუქციის პრინციპის დემონსტრირებაა

ექსპერიმენტს პერსპექტივა აქვს: ალგორითმების საფუძველზე ხმები შეიძლება გამოიყენონ ამონის ტაძრის კედლებში, სადაც ქურუმი მსახურებდა, რაც ექსკურსიებს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*