აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილია ცუნამის უძველესი მსხვერპლების ნეშტები

აქამდე მეცნიერები აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს არ თვლიდნენ ცუნამისგან საშიშ ზონად, მაგრამ ადამიანების ნეშტებმა, რომლებიც გიგანტური ტალღებით დაიღუპნენ, მათ აზრი შეაცვლევინეს.

ათასი წლის წინ ტანზანიაში, მდინარე პანგანის ნაპირზე, ინდოეთის ოკეანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, უძველეს სოფელში ცხოვრება დუღდა. მაცხოვრებლები ხის ჯებირებისგან თავიანთ სახლებს აშენებდნენ და მიწით ლესავდნენ, თევზაობდნენ ბადეებით და ნიჯარებისგან მძივებს აკეთებდნენ. მათი კერამიკა მარტივი და ფუნქციური იყო, როგორც მათი ცხოვრება. მანამდე, სანამ სანაპიროს ცუნამი არ დაატყდა თავს, რომელიც ინდოეთის ოკეანის მეორე ბოლოში მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია.

ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა, უიშვიათეს აღმოჩენას აღწერს. როგორც ირკვევა, სოფლის მაცხოვრებლებს მათ თავს დამტყდარი უზარმაზარი ტალღებისგან გაქცევის შანსი არ ჰქონდათ. მრავალი მათგანი პირდაპირ ჩამონგრეულ სახლებში დაიხრჩო და ნანგრევებში ჩაიმარხნენ. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში ეს არის პირველი და ყველაზე ძველი ადგილი, სადაც ცუნამისგან დაღუპული ადამიანების ნეშტები აღმოაჩინეს. მსოფლიოში ყველაზე ძველი ასეთი ადგილია პაპუა-ახალ-გვინეაში, სადაც ადამიანები სტიქიამ 7000 წლის წინ იმსხვერპლა.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ინდოეთის ოკეანეში ცუნამის კვლევისთვის. ის წარმოუდგენლად გამანადგურებელი შეიძლება იყოს. იმის მიუხედავად, რომ დიდი ცუნამები რეგიონში ძალიან იშვიათად ხდება, დაახლოებით 300-1000 წელიწადში ერთხელ, რისკი მაინც საკმაოდ დიდია. ტანზანიის ქალაქი დარ-ელ-სალამი, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს, ერთ-ერთ სწრაფად მზარდი ქალაქია მსოფლიოში. გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის დარ-ელ-სალამი 10 მილიონიანი მეგაპოლისი იქნება, ხოლო საუკუნის ბოლოს მისმა მოსახლეობამ, შესაძლოა 70 მილიონს გადააჭარბოს.

აღმოსავლეთ აფრიკა 2004 წელს დიდ დანაკარგებს გადაურჩა. მაშინ ინდონეზიის სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრისგან წარმოქმნილმა ცუნამმა 227 000 ადამიანი შეიწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი და ზარალი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მიადგა. ტალღებმა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს მიაღწია, მაგრამ პირველი ტალღა კონტინენტ ექსტრემალური მიქცევის დროს დაატყდა და ამან ცუნამის ზემოქმედება შეასუსტა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილმა ცუნამმა შესაძლოა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს მიაღწიოს, მაინც რეგიონში ცუნამის რისკი ნაკლებად არის შესწავლილი. ტანზანიის უბანი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ბოლო 12 000 წლის მანძილზე დაზარალდა აღმოსავლეთ აფრიკაში.

რადიონახშირადის, ნახშირის და ძვლების ანალიზმა დაადასტურა, რომ წყალდიდობა დაახლოებით 1000 წლის წინ მოხდა. ინდოეთის ოკეანის მხრიდან ცუნამის დანალექი ქანებიც ამ დროით თარიღდება. ეს იმის ვარაუდს იძლევა, რომ 2004 წლის მასშტაბის მოვლენა სწორედ მაშინ მოხდა.

მკვლევარების ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევები ცუნამის რისკების შეფასების საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საჭიროა რეგიონის ფსკერის დეტალური რუკის შედგენა. როგორც მთის ქედები მართავენ ჰაერის მასებს, ასევე მოქმედებს ოკეანის ფსკერის ტოპოგრაფია ტალრების და დინებების მოძრაობაზე. ცუნამი მხოლოდ მიწისძვრების შედეგად არ წარმოიქმნება: ისინი წყალქვეშა მეწყერებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

აშშ არის ატლანტის ოკეანის სანაპიროს შემსწავლელი უზარმაზარი პროგრამა. მსგავსი რამ კი აღმოსავლეთ აფრიკაში არ არსებობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*