აღმოჩენილია არქტიკული ექსპედიციის დაკარგული გემის ნამსხვრევები

1845–1847 წლებში, არქტიკის კვლევის ექსპედიცია ისტორიაში შესულია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული. ორივე გემი ყინულის ტყვეობაში მოექცა, ათობით მონაწილე შიმშილით და ავადმყოფობით მოკვდა. ახლახანს მკვლევარებმა ერთ–ერთი ლეგენდარული გემის ნარჩენები აღმოაჩინეს.

1845–1847 წლების ფრანკლინის ექსპედიციას “დაკარგულსაც” უწოდებენ. სამეფო სამხედრო ფლოტის ოფიცერი და გამოცდილი მეზღვაური ჯონ ფრანკლინი ორი გემით – “ტერორით” და “ერებუსით” არქტიკაში გაემგზავრა. მისიის ამოცანა, იმ დროისთვის, უცნობი ჩრდილო–დასავლეთის გასასვლელის პოვნა იყო.

378 ტონიანი “ერებუსი” და 331 ტონიანი “ტერორი” სამხედრო ფლოტის ბომბარდირები იყვნენ. შემდეგ ისინი XIX საუკუნის საუკეთესო სტანდარტების ყინულოვან წყლებში მცურავ გემებად გადაკეთდა.

გემებს შეეძლოთ სიჩქარის 4 კვანძამდე გაზრდა, კორპუსი გამაგრებული იყო, ხოლო ნიჩბების სამაგრები და საჭე დაცული იყო დაზიანებისგან ლითონის ნიშებით. ასევე გემებს ორთქლით გათბობის სისტემა ჰქონდათ.

თუმცა ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა: ორივე გემი ეკიპაჟის 129 წევრით დაიკარგა. ძებნა 1848 წლიდან მიმდინარეობდა. მოშორებულ კუნძულებზე იპოვეს პირადი ნივთები და მომაკვდავი პოლარული მკვლევარების ჩანაწერები, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანის სხეულებიც იპოვეს. გაირკვა, რომ ადამიანები დაიღუპნენ უვარგისი წყლისგან, საკვების უკმარისობისგან, ჰიპოთერმიისგან, ტუპერკულიოზისგან და სხვა დაავადებებისგან.

უფრო რთული აღმოჩნდა გემების პოვნა. ძიება რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. პირველი შედეგები 2014 წლის სექტემბერში გამოჩნდა. სახელმწიფო ორგანიზაცია “კანადის პარკების” ჯგუფმა “ერებუსის” ფრაგმენტები აღმოაჩინა.

2014 წლის 6 ნოემბერს გემის ზარი ამოიღეს. შემდეგ წელს არქეოლოგებმა კანადელი სამხედრო მყვინთავების დახმარებით 14 საგანი ამოიღეს, მათ შორის 309 კილოგრამიანი ზარბაზანი.

შემდეგი აღმოჩენა სამეცნიერო–კვლევითი მისიის Martin Bergmann–ის სპეციალისტებმა გააკეთეს: 2016 წლის სექტემბერში კუნძულ ბიჩის სიახლოვეს არქტიკულ რეგიონ ნუნავუტში აღმოაჩინეს “ტერორის” ნამსხვრევები. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისინი კარგად არის შემონახული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*