აღმოჩენილია აქამდე სრულიად უცნობი ენა

ძველ ქალაქ ტუშანში (თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე) მეცნიერებმა თიხის ფირფიტებს მიაკვლიეს, რომლის შესწავლის შემდეგ ლინგვისტებმა განაცხადეს, რომ ენა, რომელზეც წარწერებია შესრულებული, მათთვის აქამდე სრულიად უცნობი იყო. ფირფიტები ასურეთის მმართველთა სასახლის გათხრისას აღმოჩნდა.

თიხის ფირფიLost-Ancient-Language-Rediscovered-2ტების ლურსმული დამწერლობის გაშიფვრის მცდელობისას კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გაარკვიეს, რომ ეს ენა ყველაზე მეტად ადრე შუამდინარეთის კულტურას შეესაბამება. ამ ენაზე ზაგროსის მთიანეთის მოსახლეობა საუბრობდა. მთიანეთი თანამედროვე ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ფირფიტებში მოხსენიებულია სასახლეში მომსახურე 60 ქალის სახელი. ასურელებს ისინი ტყვედ, სავარაუდოდ, სხვადასხვა თავდასხმის შემდეგ უნდა აეყვანათ. ქალები საქსოვ საწარმოში საქმიანობდნენ. მათი სახელები მეტად უცნაურად ჟღერდა, მაგალითად, უშიმანაი, ალაგაჰაი, ირსაკინა და ბიზუნუმეი.

ლინგვისტები დამწერლობის გაშიფვრაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*