აღმოჩენილია ახალი აკზოპლანეტა. ის დედამიწასთან ძალიან ახლოსაა

კოსმოსური საზომით ის შორს არ არის.

ეკზოპლანეტა G 9-40b, დედამიწიდან 91 სინათლის წლის მანძილზე M კლასის სპექტრალურ ჯუჯა სისტემაში მდებარეობს.

პირველად ეს ობიექტი NASA-ს აპარატ Kepler-ის მიერ 2019 წელს აღმოაჩინეს. ეკზოპლანეტა ტრანზიტული მეთოდით აღმოაჩინეს. თუმცა იყო ალბათობა, რომ Kepler-ის მიერ მიღებული შედეგები ფონური ვარსკვლავის ზემოქმედებით იყო გამოწვეული და არა ეკზოპლანეტით.

ახალი კვლევები Habitable-zone Planet Finder (HPF)-ის სპექტროგრაფით ჩატარდა და დადასტურდა, რომ აღმოჩენილი ობიექტი ეკზოპლანეტაა. აპარატი HPF 10 მეტრიან ტელესკოპ “ჰობი-ებერლიზეა” დაყენებული.

G 9-40b დედამიწაზე დაახლოებით 2-ჯერ დიდია. განისაზღვრა მისი მასის ზედა ზღვარი – ის დაახლოებით 12 დედამიწის მასის ტოლია.

ვარსკვლავი G 9-40, რომლის გარშემოც ეკზოპლანეტა ბრუნავს, თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებას 29 დღე უნდება და მისი ზედაპირის ტემპერატურა 3100°C-ია. (მზის ტემპერატურა 5500°C-ია).

G 9-40b ერთ-ერთი უახლოესი ეკზოპლანეტაა დედამიწასთან. ის შემდეგი თაობის ტელესკოპებისთვის შესანიშნავი კანდიდატია შესასწავლად.

იგეგმება, რომ ეკზოპლანეტას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით შეისწავლიან, რომელიც 2021 წელს ამუშავდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*