აღმოჩენილია გამოქვაბულის ლომის ბოკვრების ნაშთები

რუსეთის, იაკუტიის რესპუბლიკაში, აღმოჩენილია გამოქვაბულის ლომის ორი ბოკვრის ნაშთები, რომლებიც იდეალურად არის შემონახული – ამის შესახებ ციმბირული Times–ი იუწყება. გამოქვაბულის ლომები დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენდნენ.

აღმოჩენილ ბოკვრებსა და თანამედროვე ლომებს შორის დიდი მსგავსებაა. ეს სახეობა ცხოვრობდა პლესტოცენის ეპოქაში და ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ისინი სავარაუდოდ ნადირობდნენ ბიზონებზე, პატარა მამონტებზე, ირმებზე და ცხენებზე.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს აღმოცენა სენსაციურია” – განუცხადა წყარომ ციმბირულ Times–ს. ცხოველთა შემონახული სხეულები გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს, ვიდრე უბრალოდ ჩონჩხი. მისი საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს ლომები და რატომ გადაშენდნენ დაახლოებით 10 000 წლის წინ.

Discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*