აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი პლანეტა

მზის სისტემასთან ახლოს ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ზომით და მასით დედამიწას ჰგავს. იქ ძალიან დიდი სიცხეა სიცოცხლისთვის, მაგრამ შესაძლოა იყოს ატმოსფერო.

აღმოჩენა ეკუთვნe2a030b1589717516cbaf812d7807934ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებს ჩილეში მდებარე MEarth-South–ის ობსერვატორიის ტელესკოპებით. რკინისგან და კლდის ქანებისგან შემდგარ პლანეტას GJ1132b უწოდეს. ის დედამიწისგან უნიკალურ ახლო მანძილზე მდებარეობს – 39 სინათლის წელიწადი.

GJ1132b–ის დიამეტრი დაახლოებით 15 ათასი კილომეტრია (12%–ით მეტი დედამიწისაზე), მასა დედამიწის მასას 1,6–ჯერ აღემატება. ეკზოპლანეტა ბრუნავს წითელი ჯუჯა Gliese 1132–ის გარშემო, ახლო მანძილზე. შედეგად ის 19–ჯერ მეტ გამოსხივებას ღებულობს, ვიდრე დედამიწა და ტემპერატურაა 227ºC. ასეთ პირობებში წყალი თხევად მდგომარეობაში ვერ იარსებებს, რაც სიცოცხლის არარსებობაზე მეტყველებს. თუმცა, იგი გაცილებით ცივია, ვიდრე ადრე აღმოჩენილი ჯუჯა კლდოვანი პლანეტები: მათი ტემპერატურა 2 000ºC–საც კი აღწევს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ GJ1132b–ს შეიძლება ჰქონდეს ატმოსფერო, რომელიც ჰელიუმისა და წყალბადისგან შედგება. თუკი წარსულში მის ზედაპირზე წყალი იყო, მაშინ ატმოსფეროში შეიძლება ჟანგბადი და ნახშირბადის აირი იყოს.

ახალი ეკზოპლანეტის შესწავლა გრძელდება ახალი თაობის აპარატებითაც, როგორიცაა ჯეიმს უების ტელესკოპი. იგი გაცილებით მძლავრია “ჰაბლზე”. მისი მუშაობის დაწყება დაგეგმილია 2018 წლისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება GJ1132b–ის ატმოსფეროზე მეტი ინფორმაციის მიღება, მზის ჩასვლის ფერის დადგენა და ქარების მიმართულების და სიჩქარის გამოთვლა.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*