აღმოჩენილია ზღვის მტაცებელი ღრუბლების სამი ახალი სახეობა

რა თქმა უნდა, ავსტრალიაში.

ოკეანის სიღრმეები სავსეა უამრავი შეუსწავლელი არსებით – იქ იმალება ჟელესებური სავარცხელა, გველისკუდა ვარსკვლავი, კბილებიანი ჰერმაფროდიტები, ასევე – ხორცისმჭამელი ზღვის ღრუბლები. მათი სამი ახალი სახეობა აღმოაჩინეს და აღწერეს მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროებთან.

ღრუბლები – საკმაოდ პრიმიტიული არსებები არიან. უმეტესად ისინი მრავალუჯრედიანი ცხოველები – ფილტრატორები არიან, რომლებიც წყალგამტარი სისტემის დახმარებით საკუთარ სხეულში ზღვის წყალს ატარებენ და იქიდან საკვებს ღებულობენ. მათ არ აქვთ ნერვული, საჭმლის მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემები. ამის მიუხედავად, ისინი ოკეანის ბსკერზე უკვე 500 მილიონ წელზე მეტია უზრუნველად ცხოვრობენ.

მტაცებელი ღრუბლების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ზოგიერთ მათგანს წყალგამტარი სისტემა აქვს, ზოგიერთს კი (მათ შორის ახალაღმოჩენილ სამ სახეობასაც) საერთოდ დაკარგული აქვს უნარი და პატარა კიბოსნაირებს და სხვა მსხვერპლს წებოვანი ძაფებით იჭერენ. ამ ძაფებით ისინი იჭერენ ნანადირევს, თავისკენ იზიდავენ და ყლაპავენ. ზოგიერთს კი კაუჭისებრი საცეცები აქვს.

ამგვარად, მკვლევარებმა სამი ახალი სახეობა აღმოაჩინეს 163-3000 მეტრის სიღრმეზე. მათი შესაბამისი სახელებია – Nullarbora heptaxia, Abyssocladia oxyasters და Lycopodina hystrix.

“ეს ახალი სახეობები პირველი დარეგისტრირებული ხორცისმჭამელი სახეობებია სამხრეთ ავსტრალიაში და მთელ ავსტრალიაში დარეგისტრირებული სახეობების რიცხვს 25-მდე ზრდიან” – აღნიშნავენ მეცნიერები.

ღრუბლები გარეგნობითაც უჩვეულოები აღმოჩნდნენ – ისინი გაცილებით ლამაზები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ზღვის ღრუბლები და ცოტათი ეკლიან ყვავილებს ჰგვანან.

პირველად მტაცებელი ღრუბლების შესახებ 1995 წელს გახდა ცნობილი. მას შემდეგ ბევრი სახეობა აღმოაჩინეს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია ღრმა წყლის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან. ასევე თანამედროვე მეცნიერების ტიტანურ შრომებთან, რომლებმაც XIX-XX საუკუნეებში აღმოჩენილი ძველი სახეობების გადამოწმება და გადახარისხება შეძლეს.

08059ca3ad324d65ac2cf1486bc46407.max-2000x1000

ed37166c9f3f4955a315df27851c6f19.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*