აღმოჩენილია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმალკბილა კატა

მას ბიზონის ზომის ცხოველებზე ნადირობა შეეძლო.

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის და გონზაგას უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა ხმალკბილა ვეფხვის ახალი სახეობის – მაჰაიროდის იდენტიფიცირება შეძლეს. ეს ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი გაქვავებული ნამარხით მოხდა.

ცხოველი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე 5,5-9 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, მიოცენის ეპოქაში. ის მსხვილი ხმალკბილა კატების სახეობას მიეკუთვნება, რომლებიც აფრიკაში, ევრაზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდნენ და ყველაზე ცნობილი ხმალკბილა ვეფხვის – სმილოდონის უძველესი ნათესავია.

ახალი სახეობის წარმომადგენელი, დაახლოებით, 410 კგ-ს იწონიდა, რის გამოც ის ყველაზე დიდი კატისებრია დედამიწის ისტორიაში. პალეონტოლოგებმა ორეგონის, აიდაჰოს, ტეხასის და კალიფორნიის მუზეუმებში შენახული მხრის ძვლები შეისწავლეს.

ყველაზე დიდი 7 ნიმუშიდან 46 სმ-ზე მეტი სიგრძის იყო. შედარებისთვის, თანამედროვე მამალი ლომის მხრის ძვლის სიგრძე 33 სანტიმეტრია.

მკვლევარებმა გამოთვალეს ახალი სახეობის სხეულის ზომები აღმოჩენილი ნამარხების საფუძველზე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი სახეობა Machairodus lahayishupup humerus-ი 5,5-9 მილიონი წლის წინ ყველაზე დიდი ხმალკბილა კატა იყო. მას შეეძლო ენადირა მარტორქებზე, გიგანტურ აქლემებზე და გიგანტურ ზარმაცებზე, რომლებიც იმ დროს დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიებზე ფართოდ იყვნენ გავრცელებული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*